ავიაკომპანიების მოგება 2024 წელს $30.5 მილიარდს მიაღწევს

მსოფლიო ავიახაზების მთლიანი მოგება 2024 წელს რეკორდულ 30.5 მილიარდ დოლარს მიაღწევს. მგზავრთა მოძრაობა 5 მილიარდ ადამიანამდე გაიზრდება, რაც მნიშვნელოვნად გადააჭარბებს 2019 წლის პანდემიამდელ მაქსიმალურ მაჩვენებლებს.
ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) გენერალურმა დირექტორმა უილი უოლშმა განაცხადა.
„მზარდი გაურკვევლობის სამყაროში, ავიაკომპანიები აგრძელებენ თავიანთი მომგებიანობის გაზრდას. მოსალოდნელი ერთობლივი წმინდა მოგება 2024 წელს 30,5 მილიარდი დოლარია, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა პანდემიის ბოლოდროინდელი ღრმა ზარალის გათვალისწინებით. წელს მოსალოდნელია რეკორდული 5 მილიარდი საჰაერო მგზავრი. ფრენებზე მოთხოვნა არასდროს ყოფილა ამხელა“, – განაცხადა უოლშმა IATA-ს გენერალური ასამბლეის გახსნაზე, რომელიც დუბაიში იმართება.
IATA-ს მონაცემებით, ავიამგზავრების ხარჯები ამ წელს ასევე მიაღწევს რეკორდულ 936 მილიარდ დოლარს. კერძოდ, საწვავის ხარჯები იქნება 291 მილიარდი დოლარი, ანუ საოპერაციო ხარჯების 31%.

ასევე დაგაინტერესებთ