ავიაკომპანია Wizz Air ფრენების გაუქმების შეტყობინებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ავიაკომპანია Wizz Air ფრენების გაუქმების შეტყობინებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ავიაკომპანია ჯავშნების გაუქმების მიზეზად ტექნიკურ პრობლემას ასახელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ავიაკომპანიის გუნდი მუშაობს პრობლემის მოსაგვარებლად.
“ძვირფასო მომხმარებლებო, ამ მომენტისთვის ტექნიკურ პრობლემას განვიცდით, რომელიც ჩვენი ჯავშნების სისტემაზე ახდენს გავლენას. შედეგად, აპლიკაციაში ან ვებგვერდზე გაკეთებულ ჯავშანში შესაძლოა ცვლილებები შეამჩნიოთ ან ამასთან დაკავშირებული შეტყობინებები მიიღოთ.
გთხოვთ, უგულებელვყოთ ეს ცვლილებები და დარწმუნებული იყავით, რომ როგორც კი პრობლემა მოგვარდება, მაშინვე შეგატყობინებთ.
ჩვენი გუნდი გულმოდგინედ მუშაობს პრობლემის მოსაგვარებლად და დაზარალებული ფრენების აღსადგენად,” – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.
ინფორმაციისათვის, ერთ-ერთი „ფეისბუქ“ გვერდზე მომხმარებლები წერდნენ, რომ ფრენები გაუუქმდათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?