ავიაკომპანია Qantas-ი პანდემიის დროს 1800 ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებისთვის რეკორდულ ჯარიმას გადაიხდის

ავსტრალიის ფედერალურმა სასამართლომ ავიაკომპანია Qantas-ს 90 მილიონი ავსტრალიური დოლარით (59 მილიონი დოლარი) ჯარიმა დააკისრა 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის დროს 1820 თანამშრომლის უკანონოდ გათავისუფლებისთვის, წერს Financial Times–ი.
გაზეთი აღნიშნავს, რომ ეს ავსტრალიის შრომის კანონმდებლობის დარღვევისთვის დაწესებული ყველაზე დიდი ჯარიმაა.
დარღვევა სასამართლომ 2021 წელს დაადასტურა.
მოსამართლე მაიკლ ლიმ გააკრიტიკა Qantas-ი ხანგრძლივი სასამართლო საქმის წარმოების გამო და განაცხადა, რომ კომპანიის ბოდიში „არასწორი“ იყო.