ავიაკატასტროფა ნეპალში – ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა

ნეპალში, დედაქალაქ კატმანდუს მახლობლად, აფრენიდან მალევე, ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კომპანია Dynasty air-ის ვერტმფრენი ჰიმალაის ტყეში, შივაპურის ეროვნულ პარკში, დედაქალაქიდან 57 კილომეტრში ჩამოვარდა.

პოლიციის ინფორმაციით, ვერტმფრენის პილოტი ნეპალის მოქალაქე, ხოლო ბორტზე მყოფი 4 მგზავრი ჩინეთის მოქალაქე იყო.

ნეპალის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის განცხადებით, ვერტმფრენი, რომელიც კატმანდუდან რასუვას რაიონში მიემართებოდა, აფრენიდან სამი წუთის შემდეგ, საჰაერო მოძრაობის კონტროლთან კავშირი დაკარგა.

ცნობისთვის, 2000 წლიდან მოყოლებული, ნეპალის მთიან რეგიონში ვერტმფრენის ჩამოვარდნის 10-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – 4 ოქტომბერს ტარდება არა არჩევნები, არამედ ივანიშვილს რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მიცემაა – ივანიშვილი ამას ვერ ეღირსება

ლევან ცუცქირიძე – თავს არ მოვატყუებინებთ რაღაც პოლიტიკურ დაჯგუფებას, „ქართულ ოცნებას“ და გავაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას – დღევანდელი აქციის გზავნილია, რომ ე.წ. რუსული არჩევნები არის რუსული სპეცოპერაციის ნაწილი და მისი შედეგი დაწერილია