ავიაკატასტროფა მოხდა აშშ-ის დედაქალაქთან

ოფიციალური პირები შიშობენ, რომ -ის დედაქალაქ ვაშინგტონთან ახლოს მდებარე აეროპორტთან სამგზავრო თვითმფრინავისა და სამხედრო შვეულმფრენის ჰაერში შეჯახების შედეგად ყველა მგზავრი დაიღუპა შემდეგ. American Airlines თვითმფრინავი კანზასის შტატის, ქალაქ ვიჩიტიდან დედაქალაქში მოფრინავდა. მის ბორტზე 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა. აეროპორტში დაშვებისას, დასაფრენი ზოლის სიახლოვეს, თვითმფრინავს სამხედრო შვეულმფრენი ეკიპაჟის სამი წევრით შეეჯახა, რის შედეგად, ორივე საჰაერო ხომალდი მდინარე პოტომაკში ჩავარდა.
სამაშველო ჯგუფები, მათ შორის ნავები და მყვინთავები, აეროპორტის მიმდებარე მდინარეში, მთელი ღამის განმავლობაში მუშობდნენ.
სამხედრო შვეულმფრენი სასწავლო ფრენას ახორციელებდა.