ავიაკატასტროფაში დაღუპულ პილოტს, კახაბერ ზურაბაშვილს, დღეს დაკრძალავენ

საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის დროს დაღუპული პილოტის, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის ცხედარი ცოტა ხნის წინ ღვთისმშობლის შობის სახელობის გორის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვილი მიმდინარეობს.
ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულის ახლობლები, მეგობრები, თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლები და მოქალაქეები იმყოფებიან.
დაღუპულ პილოტს სამხედრო პატივით გორში დღეს დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ-25 ტიპის საფრენმა აპარატმა კატასტროფა გეგმური სწავლების დროს, 2 ივლისს განიცადა. კატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.
შემთხვევის ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შემდგომ, დანიშნულია საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, დაგეგმილია ქიმიური, ბალისტიკური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზები.

ასევე დაგაინტერესებთ