ავთანდილ ჯორბენაძე 73 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე 73 წლის ასაკი გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ოჯახის ახლობლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ავთანდილ ჯორბენაძე 1993 წლის ოქტომბრიდან 1999 წლის დეკემბრამდე საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. 1999 წლის დეკემბრიდან 2001 წლის დეკემბრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იყო. ხოლო, 2001 წლის 22 დეკემბრიდან 2003 წლის 27 ნოემბრამდე კი სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას იკავებდა.