ავთანდილ წულაძე – ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის

უკრაინაში ს ომის დასრულებაზე ტრამპისა და პუტინის პირველი სატელეფონო საუბრის შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“, პოლიტიკის ანალიტიკოსს, ავთანდილ წულაძეს ესაუბრა.
– ბატონო ავთანდილ, ტრამპსა და პუტინის სატელეფონო საუბარი შედგა და ამ საუბრის შედეგებზე კეთდება ორივე მხრიდან შეფასებები. პრესრელიზის გავრცელება -ს დაასწრო რუსულმა მხარემ, რომელიც უკრაინისთვის და ევროპისთვის ბევრი არც არაფერია ნათქვამი.
დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ტრამპსა და პუტინს შორის დიდი შეთანხმება ვერ შედგა, მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ გააგრძელებენ მოლაპარაკებებს. ბევრი აღნიშნავს, რომ პუტინმა ბურთი ისევ ტრამპის მხარეს გადააგდო და ცდილობს აშშ-სა და რუსეთის მოლაპარაკებებიდან უკრაინის ჩამოშორებას. რუსეთი საგან ითხოვს მობილიზაციის შეწყვეტას, ხოლო დასავლეთისგან ითხოვს არ მიაწოდოს უკრაინას სამხედრო ტექნიკა და სადაზვერვო ინფორმაცია.
რჩება შთაბეჭდილება, რომ ტრამპი-პუტინის მოლაპარაკებები რუსული სცენარით წარიმართა. ყოველ შემთხვევაში ის საკითხები, რომელიც უკრაინასა და ევროპას აინტერესებს, როგორც ჩანს ამ სატელეფონო საუბრისას არც განხილულა.
გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები ტრამპსა და პუტინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარზე?
– სიტუაცია ასეთია – ტრამპი ძალიან ჩქარობს რუსეთთან მოლაპარაკებებში შედეგის მიღწევას. პუტინი კი დაინტერესებულია მოლაპარაკებების დროის გაჭიანურებაში.
პუტინს რუსეთის შიდა პოლიტიკაში ახლა ძალიან რთული სიტუაცია აქვს. თუ საქმე საომარი მოქმედებების „გაყინვამდე“ მივიდა, ის ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის სამხედრო წარმოებასთან, ჯართან და ძალოვან სტრუქტურებთან, უკმაყოფილოები იქნებიან, რადგან ომის წარმოებასთან დაკავშირებული ადამიანები მაღალი ხელფასის გარეშე დარჩებიან.
სიტუაცია ასეთია – ტრამპი ძალიან ჩქარობს რუსეთთან მოლაპარაკებებში შედეგის მიღწევას. პუტინი კი დაინტერესებულია მოლაპარაკებების დროის გაჭიანურებაში
და ეს იმის ფონზე, როცა რუსეთმა რომ ომი გააგრძელოს, ამის მომხრეები რუსეთში ძალიან ბევრნი არიან და უკრაინა-რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების წინააღმდეგი არიან.
გარდა ამისა, რუსეთის ეკონომიკაში დაგროვილია პრობლემები. სოციოლოგია აჩვენებს რომ რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა დაღლილია, პუტინი კი ცდილობს ისეთი სურათი შექმნას რომ მშვიდობა უნდა, მაგრამ მას ხელს უშლიან გარკვეული ძალები, ახლა ამას იგი ზელენსკის აბრალებს, ხვალ, შესაძლოა, სხვას დააბრალოს.
პუტინი ამბობს, რომ უნდა მშვიდობა, მაგრამ მას ამაში ხელს უშლიან. ფაქტობრივად, პუტინი ამ ორ ძალას შორის ბალანსირებს, მაგრამ, პუტინს არ აქვს რესურსი იმისა, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ან გააგრძელოს ომი უკრაინასთან, ან პირიქით, გაყინოს უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი.
პუტინს არ აქვს რესურსი იმისა, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ან გააგრძელოს ომი უკრაინასთან, ან პირიქით, გაყინოს უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი
– ტრამპი და პუტინი კი შეთანხმდნენ რომ ამერიკელი და რუსი ექსპერტები უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე იმუშავებენ, მაგრამ ამის ფონზე პუტინი ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებებიდან უკრაინის ჩამოშორებას ითხოვს.
ითქვა, რომ სატელეფონო საუბრის შედეგად რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს არ განახორციელებს, მაგრამ, რა შედეგით დასრულდა ტრამპსა და პუტინს შორის მოლაპარაკებები ისეთ თემაზე, როგორიცაა განლაგდებიან თუ არა ევროპული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე, უცნობი დარჩა.
ამაზე არც ერთი მხარე არ საუბრობს და არც მეორე. არადა ევროპული ქვეყნები ამ თემას აქტიურად განიხილავენ. ამ თემაზე საუბარი ტრამპს პუტინთან დაავიწყდა თუ როგორ შეიძლება გავიგოთ?
– მოლაპარაკებების ყველა დეტალი საჯაროდ არ ვრცელდება. ამ საკითხებს განხილვით ალბათ განიხილავდნენ, მაგრამ, რუსეთი არ მალავს რომ ევროპული ქვეყნების ძალების უკრაინაში განლაგების წინააღმდეგია. ტრამპის პოზიცია არ არის კონკრეტული, ის ამბობს, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“, მაგრამ არ აზუსტებს რა იქნება კარგად.
ფაქტობრივად, აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებიდან ევროპა გამოთიშულია. ახლა რაც ხდება აშშ-რუსეთის ორმხრივი მატჩია და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ტრამპი და პუტინი არ აქცევენ ყურადღებას ევროპელების პოზიციას.
ფაქტობრივად, აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებიდან ევროპა გამოთიშულია. ახლა რაც ხდება აშშ-რუსეთის ორმხრივი მატჩია და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ტრამპი და პუტინი არ აქცევენ ყურადღებას ევროპელების პოზიციას
– ამის მიზეზი სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს?
– მიზეზი ისაა, ტრამპს მიაჩნია რომ ევროპაში ერთიანი პოზიციის შეთანხმება რთულია და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას დიდი დრო დასჭირდება.
რადგანაც ტრამპი ჩქარობს, ის ცდილობს ევროპული ბიუროკრატია თავიდან აიცილოს და პუტინთან პირდაპირ საუბრობს.
– უკრაინისა და ევროპის გადმოსახედიდან ტრამპი და პუტინი ბევრ ვერაფერზეც ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ, ვიდრე მათ შორის სატელეფონო ზარი შედგებოდა, ტრამპი აცხადებდა რომ – „ძირითად საკითხებზე შეთანხმებული არიან“.
სატელეფონო საუბრის შედეგიდან ირკვევა, რომ ისინი ბევრზე ვერც ვერაფერზე შეთანხმებულან, რაც უკრაინას და ევროპას აინტერესებს?
– საერთოდ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ პროცესში უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს საინფორმაციო ომს, ვიდრე მოლაპარაკებების შედეგებს. ტრამპის პოზიცია ასეთია – მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პრობლემები და საკითხები, რომლებიც გადასაჭრელია, რუსეთთან ურთიერთობის პროცესი პოზიტიურია.
ტრამპის გათვლა გასაგებია, რადგან მან იცის თუ როგორი სიტუაციაა რუსეთში და ამას პირდაპირ და ღიად ამბობს. ტრამპი ამბობს, რომ რუსეთში ძალიან რთული ეკონომიკური სიტუაციაა. მისი თვალსაზრისით პუტინი იძულებული იქნება თანხმობა განაცხადოს დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე. ტრამპის მთავარი ამოცანაა ამ პროცესში არ დაკარგოს ინიციატივა.
– იმის გათვალისწინებით რომ სატელეფონო საუბარში ყურადღება უფრო იმ თემებზე გამახვილდა, რომელიც რუსეთს აინტერესებს, ვიდრე უკრაინას და ევროპას, არ რჩება შთაბეჭდილება, რომ რომ ტრამპი-პუტინის მოლაპარაკებებში ინიციატივა ტრამპს ეკუთვნის?
– საერთოდ, მოსკოვის ტაქტიკაა მოლაპარაკებებში ახალი პირობების წამოყენება. რუსეთის დროის გაჭიანურების ტაქტიკა სწორედ ამაშია. ასეა იმიტომ რომ პუტინმა ჯერჯერობით ვერ გადაწყვიტა როგორ მოიქცეს, წავიდეს ომის გაყინვაზე, დიდი რისკების წინაშე აღმოჩნდება. კურსკში მისი სამხედრო ფორმაში გამოჩენით მას უნდოდა რუსი პატრიოტებისთვის ეჩვენებინა, რომ უკრაინელებს არაფერ არ დაუთმობს.
იმ ვითარებაში, რომელშიც ახლა რუსეთია, პუტინს რადიკალური ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა არ აქვს
არადა, რუსეთის მოსახლეობა დაღლილია, ბიზნესი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, მათაც სჭირდება გზავნილი რომ სამშვიდობო პროცესი მალე დაიწყება. პუტინი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, ძალიან ჰგავს გორბაჩოვს, რომელიც ბალანსირებდა კონსერვატორებსა და რეფორმატორებს შორის. ასეთი ქცევა და ისტორია გვახსოვს რითაც დამთავრდა. იმ ვითარებაში, რომელშიც ახლა რუსეთია, პუტინს რადიკალური ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა არ აქვს.
– კომუნისტური სსრკ-ში თავისი არაორდინალური ქცევითა და რიტორიკით გორბაჩოვი ნამდვილად გამორჩეოდა. შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ, ახლა ტრამპი უფრო გორბაჩოვს ჰყავს, ვიდრე გორბაჩოვს პუტინი. . .
რამდენად დიდი იმის ალბათობა, რომ ტრამპის ამერიკაც ისე დასრულდეს, როგორც გორბაჩოვის დროინდელი სსრკ?
– ტრამპი უფრო ჟირინოვსკის ჰგავს. სხვათა შორის, გარეგნობითაც. ტრამპი ძალიან გამოცდილი პოპულისტია, მისი გათვლა და სტრატეგია ძალიან მარტივია – ბოლო 20-30 წლის მანძილზე გლობალიზაციის პროცესი რომ მიმდინარეობდა, ამ პროცესის მთავარი ბენეფიციარი გახდა ჩინეთი.
თუ ამგვარი დინამიკა დარჩებოდა, უახლოეს 5-10 წელიწადში ჩინეთი აშშ-ს გაასწრებდა. ამიტომ ტრამპმა გადაწყვიტა ამ გლობალიზაციის პროცესის დარღვევა. ახლა გლობალიზაციის საპირისპირო დეგლობალიზაციის პროცესი მიმდინარეობს.
ტრამპი ძალიან გამოცდილი პოპულისტია, მისი გათვლა და სტრატეგია ძალიან მარტივია – ბოლო 20-30 წლის მანძილზე გლობალიზაციის პროცესი რომ მიმდინარეობდა, ამ პროცესის მთავარი ბენეფიციარი გახდა ჩინეთი
დეგლობალიზაციის პროცესი ძალიან მტკივნეულია ჩინეთისთვის, რადგან ამან შესაძლოა ჩინეთში ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს.
რადგან ჩინეთის ეკონომიკა დიდი ეკონომიკაა, ეს ასევე გამოიწვევს მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს, მათ შორის აშშ-შიც. ტრამპის გათვლა იმაშია, რომ აშშ ამ კრიზისს გაუძლებს და უფრო ძლიერები გამოვლენ, ვიდრე სხვა ქვეყნები.
– რადგან ჟირინოვსკი გაიხსენთ, მეც გამახსენდა რომ ტრამპი-პუტინის სატელეფონო საუბრამდე, სოციალურ ქსელში ვიღაცამ გაიხსენა ჟირინოვსკის საუბარი ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობისას.
ჟირინოვსკი მაშინ ამტკიცებდა, რომ ტრამპი და პუტინი ბევრ რამეზე მოილაპარაკებენ, აშშ და რუსეთი მეგობარი ქვეყნები გახდებოდნენ და ასე შემდეგ.
ჟირინოვსკიმ 2016 წელს ზუსტად ის სურათი დახატა, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს და ეს სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს?
– აშშ-რუსეთის თანამშრომლობაზე ჰენრი კისინჯერის იდეა ჟირინოვსკისთვისაც იყო ცნობილი. ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს კისინჯერი ტრამპს ჩინეთის საპირწონედ ურჩევდა რუსეთთან დაახლოებას. მაშინ ამის გაკეთებას ტრამპი ცდილობდა მაგრამ ვერ აკეთებდა.
ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს კისინჯერი ტრამპს ჩინეთის საპირწონედ ურჩევდა რუსეთთან დაახლოებას. მაშინ ამის გაკეთებას ტრამპი ცდილობდა მაგრამ ვერ აკეთებდა
ახლა ტრამპს საკმარისზე მეტი მხარდაჭერა აქვს და ცდილობს კისინჯერის იდეების განხორციელებას. ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს. ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის.
იგულისხმება ტრამპის მიერ თვალის იმაზე დახუჭვა, რომ იგი ყურადღებას არ აქცევს იმას, რომ რუსეთს უკრაინის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, აკეთებს განცხადებებს, რომელმაც ნატოს ქვეყნებში სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა არა მარტო გამოიწვია, არამედ ღიად არღვევს ამ ალიანსის ერთიანობას. ტრამპი ამას იმის გამო აკეთებს, რომ მას რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე ძალიან დიდი ფსონი აქვს დადებული.
თუ რუსეთი აშშ-თვის გახდა ჩინეთის საპირწონე ძალა, ეს ჩინეთისთვის ძალიან დიდი პრობლემა იქნება როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ტრამპი ფიქრობს, რომ ამგვარი ნაბიჯებით შეძლებს მისი მთავარი მეტოქის, ჩინეთის დასუსტებას.
– დღევანდელი რუსეთი იმდენადაა­­ დამოკიდებული ჩინურ ეკონომიკაზე, მათი დაშორება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ტრამპის გათვლა იმთავითვე მცდარი ხომ არაა?
– რატომ მიდის ტრამპი ასეთ დათმობებზე რუსეთთან? ასეთ შემთხვევაში გაიაფდება რუსეთის ნავთობი და გაზი ევროპისთვის. უკრაინა-რუსეთის ომამდე რუსეთი ამარაგებდა ევროპას ნავთობით და გაზით. რუსეთისთვის ენერგომატარებლების ჩინეთში გაყიდვა იმდენად მომგებიანი არაა, როგორც ევროპაში.
თან ჩინეთმა ომის გამო იცის, რომ რუსული გაზის და ნავთობის მოხმარების მონოპოლისტი გახდა და რუსეთს თავის პირობებს უყენებს. იგულისხმება ამ პროდუქტებზე ფასების დაწევა. რუსული ბიზნესისთვის, რა თქმა უნდა, უკეთესია ევროპულ ბაზარზე ყოფნა იმის გამო, რომ მათთვის ეს უფრო მომგებიანია.
ახლა უკვე საუბარია „ნომტრიმის“ გაზსადენის აღდგენაზე. გათვლა იმაშია, რომ რუსებს ამის შედეგად გაუჩნდება ფული, ექნება შემოსავალი დასავლეთიდან.
– დროში გაწელილ აშშ-რუსეთის დაქორწინებაზე სავარაუდოდ, როგორი იქნება ევროპის პასუხი?
იგულისხმება ევროპის მხრიდან რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნა, ევროპული ბიზნესის ისევ რუსულ ენერგომატარებლებზე მიბმა და ასე შემდეგ…
– საქმე ისაა, რომ სიტუაცია ძალიან სწრაფად ვითარდება. როცა ტრამპს რუსეთთან მიმართებაში თავისი გეგმა ჩამოყალიბებული ჰქონდა, ევროპას ერთიანი პოზიცია არ ჰქონდა. საუბარია იმაზე რომ ევროპას არ ჰქონდა შეიარაღება უკრაინისთვის.
ახლა ამ თვალსაზრისით ყოველ დღე ხდება საინტერესო ამბები – გერმანიის მთავრობამ 1 ტრილიონი ევროს კრედიტი აიღო გერმანიაში ახალი სამხედრო წარმოების შექმნისთვის. ევროპის სხვა ქვეყნებიც აქტიურობენ.
ტრამპი ევროპისგან ასეთ აქტიურობას არ ელოდა. ტრამპი ისევე როგორც პუტინი თვლიდა, რომ ევროპა პოლიტიკურად სუსტია. მაგრამ, ჩვენ ახლა ტრამპისა და კანადის ფონზე ვხედავთ იმას, რომ კანადის ახალი პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, დიდ ბრიტანეთში ჩავიდა, მეფე კარლს შეხვდა, შემდეგ საფრანგეთში მაკრონს შეხვდა. კანადა და ევროპა ერთიანდებიან იმისთვის რომ აშშ-გან ახალი გამოწვევა მიიღონ. ახლა აქტიურად მიმდინარეობს ევროპული ბანაკის გაერთიანება, მათ ემატება კანადა. აშშ ტრადიციულად მხარდამჭერი ქვეყნების გარეშე დარჩა.
არაა გამორიცხული დაახლოვდნენ ჩინეთი და ევროკავშირი. იმიტომ რომ მსოფლიო გლობალიზაციაში დაინტერესებულია ევროპა და ჩინეთი, ტრამპი და პუტინი ანტიგლობალისტები არიან – ტრამპის და პუტინის ინტერესები ისევე ემთხვევა ერთმანეთს, როგორც ევროპისა და ჩინეთის ინტერესები.
მსოფლიო გლობალიზაციაში დაინტერესებულია ევროპა და ჩინეთი, ტრამპი და პუტინი ანტიგლობალისტები არიან – ტრამპის და პუტინის ინტერესები ისევე ემთხვევა ერთმანეთს, როგორც ევროპისა და ჩინეთის ინტერესები
ახლა ძველი ალიანსების რღვევის დროა. შესაძლოა, ახლა ისეთი ალიანსები შეიქმნას, რომელთა წარმოდგენა ცოტა ხნის წინ შეუძლებელიც კი იყო. სხვათა შორის, ეს საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, რადგან ჩვენს რეგიონში აშშ-ცაა წარმოდგენილი, ევროპაც და ჩინეთიც. ჩვენ ახლა ამ ძალებს შორის ბალანსს უნდა მივაქციოთ ყურადღება.
ახლა ძველი ალიანსების რღვევის დროა. შესაძლოა, ახლა ისეთი ალიანსები შეიქმნას, რომელთა წარმოდგენა ცოტა ხნის წინ შეუძლებელიც კი იყო. სხვათა შორის, ეს საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, რადგან ჩვენს რეგიონში აშშ-ცაა წარმოდგენილი, ევროპაც და ჩინეთიც. ჩვენ ახლა ამ ძალების ბალანსის არსებობას უნდა მივაქციოთ ყურადღება
– ჩვენ დღემდე არ ვიცით ტრამპის ადმინისტრაციას რა პოლიტიკა ექნება სამხრეთ კავკასიის და საქართველოს მიმართ…
– აშშ საზღვაო ზესახელმწიფოა და შავ ზღვას არ დატოვებს. არსებობს გეგმა რომ შავი ზღვა იყოს ნატოს ზღვა.
– სანამ ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო ზარი შედგებოდა, ამერიკული მედია საუბრობდა იმაზე, რომ რუსეთს უნდა დარჩეს.
ამგვარი საუბრები თემების ზონდირებაა თუ ტრამპის ადმინისტრაციის სურვილების გახმოვანება?
– სხვათა შორის, 2016 წლის სას ტრამპი ყირიმზე ამბობდა – ყირიმის მოსახლეობის უმრავლესობას მხარს უჭერს რუსეთს და რატომ არ უნდა აღიაროს ყირიმი აშშ-მ რუსეთის ტერიტორიად.
ყირიმთან დაკავშირებით ტრამპს გადაწყვეტილება დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვს. თუ ტრამპი იტყვის რომ იგი ყირიმს რუსეთის ნაწილად აღიარებს, ეს რუსეთისთვის დიდი საჩუქარი იქნება.
ყირიმთან დაკავშირებით ტრამპს გადაწყვეტილება დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვს. თუ ტრამპი იტყვის რომ იგი ყირიმს რუსეთის ნაწილად აღიარებს, ეს რუსეთისთვის დიდი საჩუქარი იქნება
უკრაინისთვის ყირიმი ისეთივე ოკუპირებულია, როგორც ჩვენთვის . ამ რეგიონებს რუსეთის ნაწილად დასავლეთი აღიარებს.
– რუსეთს მარტო ყირიმი არ უნდა, უნდა უკრაინის ის ნაწილი, რომელიც რუსეთს ხმელეთით უკავშირდება ყირიმს.
თუ ასე მოხდა, უკრაინისა და ევროპის გადმოსახედიდან რუსეთთან მიმართებაში ტრამპის პოლიტიკა იმაზე მეტად კაპიტულანტურად გამოიყურება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს…
– უკრაინის და ევროპის გადმოსახედიდან კი, მაგრამ ტრამპის აზრით ეს მცირე მსხვერპლია ამერიკის დიდი მიზნებისთვის, რაშიც შედის რუსეთთან დაახლოება, მისი ეკონომიკურად და პოლიტიკურად გაძლიერება და ამით ჩინეთის დასუსტება.
– ეკონომიკურად და პოლიტიკურად უფრო ძლიერი რუსეთი უფრო ეფექტურად აითვისებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. . .
– რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, არა მგონია ტრამპმა ასე იოლად გადასცეს ეს ტერიტორიები რუსეთს. ეს ხომ საქართველოს ტერიტორიებია…
– ყირიმიც უკრაინის იყო. რუსეთს ყირიმზე პრეტენზიები სულ ჰქონდა, მაგრამ ასევე ჰქონდა აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ყირიმიანად. მაგრამ ახლა ტრამპი ამბობს, რომ ყირიმი რუსეთისაა…
თუ ყირიმს ტრამპი რუსეთად თვლის, სულაც არაა გამორიცხული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთად მიიჩნიოს?
– უკრაინაში ომი მიმდინარეობს, უკრაინას აშშ სამხედრო იარაღით ეხმარებოდა და ასე შემდეგ.
სამხრეთ კავკასიაში ასევეა თურქეთის ინტერესები გასათვალისწინებელი. ასევე ჩინეთის. ტრამპი-პუტინის დაახლოების ფონზე რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობა უკვე არ არის ისეთი, როგორც ცოტა ხნის წინ იყო. ერთ-ერთი რასაც მიაღწია ტრამპმა პუტინთან მოლაპარაკებებში ისაა, რომ ჩინეთი უკვე ეჭვიანობს აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე.
ერთ-ერთი, რასაც მიაღწია ტრამპმა პუტინთან მოლაპარაკებებში ისაა, რომ ჩინეთი უკვე ეჭვიანობს აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე
ამიტომაც მგონია რომ ჩინეთი არ დაუშვებს სამხრეთ კავკასიაში რაიმე სახის დესტაბილიზაციას. ჩინეთი საქართველოში „შუა დერეფნის“ გეგმებთან დაკავშირებით ძალიან აქტიურობს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი