ავთანდილ წულაძე – როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს

სამხრეთ კავკასიაში მომხდარი ცვლილებების მიზეზები, ტრამპი-ევროპის ურთიერთობები, სავარაუდოდ, როგორია ტრამპის დამოკიდებულება უკრაინის საკითხში, რას ემსახურებოდა ტრამპის მიერ პუტინისთვის მიცემული 50 დღე, შედგება თუ არა პეკინში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ტრამპი-პუტინის შეხვედრა, „ინტერპრესნიუსი“, პოლიტიკის ანალიტიკოსს, ავთანდილ წულაძეს ესაუბრა.
– ბატონო ავთანდილ, მას შემდეგ, რაც აბუ დაბიში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების ს გარეშე გაიმართა, დაჩქარებულად იცვლება ვითარება სამხრეთ კავკასიაში.
დიდია იმის ალბათობა, რომ წლის ბოლომდე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწეროს. მხარეები მუშაობენ იმაზე, რომ ბაქოში გაიხსნას სომხეთის საელჩო, ხოლო ერევანში აზერბაიჯანის. თურქეთსა და სომხეთს შორის დაწყებულია დაახლოების პროცესი, რომელიც ასევე შეიძლება დასრულდეს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით.
ამის გარდა, საუბარია იმაზე, რომ სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე ზანგეზურის დერეფნით თურქეთი სახმელეთო გზით დაუკავშირდება აზერბაიჯანს. თუ მოვლენები ამ მიმართულებით განვითარდა, რეალურად მოხდება რეგიონში სერიოზული გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური ძვრები.
ფაქტია, რომ ბაქოსა და არც ერევანს შორის დაახლოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბაქოში იმყოფებოდა -ს პრეზიდენტის მრჩეველი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სტივ უიტკოფი.
მოსაზრება, რომ, „აშშ-ს ინტერესი სამხრეთ კავკასიაში არ ჩანს“, როგორც მინიმუმ, სწორი არ აღმოჩნდა. სავარაუდოდ, რა ხდება სამხრეთ კავკასიაში რუსების გარეშე?
– სამხეთ კავკასია ითვლება ახლო აღმოსავლეთის რეგიონად და აშშ აგრძელებს ამ რეგიონში თავისი გავლენის აღდგენას. თუ სამხერეთ კავკასიის რეგიონში აშშ-მ თავისი გავლენა არ გააძლიერა რეგიონის კონტროლი შეუძლებელი იქნება.
თუ სამხერეთ კავკასიის რეგიონში აშშ-მ თავისი გავლენა არ გააძლიერა რეგიონის კონტროლი შეუძლებალი იქნება
სამხრეთ კავკასიაში მთავარი საკითხებია სავაჭრო დერეფნების საკითხი, შემდეგ მოდის, რა თქმა უნდა, სამხედრო საკითხები. ბაქოში სერიოზულად მსჯელობენ იმაზე, რომ აზერბაიჯანში შეიძლება გაიხსნას თურქეთის სამხედრო-საჰაერო ნატოს ბაზა.
– აზერბაიჯანელი ექსპერტები ამბობენ, რომ თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო უწყებებს შორის თანამშრომლობა და კოორდინაცია იმ დონეზეა, მათ შორის ოპერატიულ დონეზე, რომ ახლა ამის აუცილებლობა რეალურად არ არსებობს…
– ის, რომ ამ თემაზე საუბარი აზერბაიჯანში დაიწყო, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პოლიტიკაში ასეთი თემები საჯარო სივრცეში შემთხვევით არ ხვდება.
ჩემი აზრით, სამხრეთ კავკასიაში აშშ-ს პოლიტიკის მიზანია საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთთან მეგობრულ ურთიერთობაში იყვნენ და გარდა ამისა, უსაფრთხოების საკითხებში აქტიურად უნდა თანამშრომლობდნენ.
სამხრეთ კავკასიაში აშშ-ს პოლიტიკის მიზანია საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთთან მეგობრულ ურთიერთობაში იყვნენ და გარდა ამისა, უსაფრთხოების საკითხებში აქტიურად უნდა თანამშრომლობდნენ
სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დაპირისპირება არ აწყობს დასავლეთს,
– ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანი დასავლეთის გავლენას რეგიონში და საკუთრივ აზერბაიჯანში საკმაოდ სერიოზულად ეწინააღმდეგებოდა. ახლა ვხედავთ, რომ პირიქითაა.
როგორც ამბობენ, აშშ-რუსეთის, კერძოდ, რუბიო-ლავროვის შეხვედრებზე ბატონი ლავროვი მუდმივად აყენებს სამხრეთ კავკასიის საკითხებს, მაგრამ, რჩება შთაბეჭდილება, რომ აშშ-ს პოზიცია ასეთია – ვაშინგტონს სურს სომხეთი ინსტიტუციურად ჩამოაშოროს რუსეთს და ამის შემდეგ ესაუბროს ლავროვს.
ამ მოვლენების ფონზე განთავისუფლებულ შუშაში გამართულ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა ალივმა ს მოუწოდა – „არ შეეგუონ ოკუპაციას“! ყველაფერი ეს სამხრეთ კავკასიისთვის რას შეიძლება მოასწვავებდეს?
– ეს შედეგია იმის, რომ რუსეთმა მნიშვნელოვნად დაკარგა გავლენა ახლო აღმოსავლეთში და ახლა პოზიციებს კარგავს სამხრეთ კავკასიაში. სირიის და ირანის ამბებმა დაასუსტა რუსეთის გავლენა ახლო აღმოსავლეთში და გააძლიერა თურქეთისა და აშშ-ს გავლენა.
პრეზიდენტ ალიევის მიერ შუშაში გაკეთებული განცხადება მოსკოვისთვის იმის გზავნილია, რომ აზერბაიჯანი დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელიც რუსეთის გავლენას არ ექვემდებარება.
პრეზიდენტ ალიევის მიერ შუშაში გაკეთებული განცხადება მოსკოვისთვის იმის გზავნილია, რომ აზერბაიჯანი დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელიც რუსეთის გავლენას არ ექვემდებარება
– საინტერესოდ ვითარდება ურთიერთობები ტრამპსა და ევროპასა და ნატოს შორის. განსაკუთრებით უკრაინის საკითხში. ტრამპი მზადაა ამერიკული იარაღი უკრაინისთვის ევროპამ და ნატომ შეიძინოს და გადასცეს უკრაინას, რათა მას ჰქონდეს რუსეთისგან თავდაცვის შესაძლებლობა.
უკრაინის თემაზე ტრამპის განცხადებები იმდენად წინააღმდეგობრივია, შსაძლოა ვცდებოდე, მაგრამ, მათი სერიოზულად აღქმის მცდელობას მგონი აზრიც აღარ აქვს.
თქვენი დაკვირვებით, ტრამპი მისცემს უკრაინას რუსეთისაგან თავი არა მარტო ეფექტურად დაიცვას, არამედ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს?
– ტრამპმა რუსეთთან მიმართებაში თავისი პოლიტიკა შეცვალა. მანამდე ტრამპი პუტინს ურეკავდა და ესაუბრებოდა, მაგრამ, შემდეგ როცა მიხვდა რომ პუტინთან დიალოგს აზრი არ ჰქონდა, დაიწყო ბაიდენის პოლიტიკის გაგრძელება. რუსეთში ასეთი ტერმინიც კი გაჩნდა – „ტრამპის ბაიდენიზაცია“.
ბაიდენის პოლიტიკა კი ასეთი იყო – რუსეთ-უკრაინის ომში გამარჯვებული არც უკრაინა უნდა იყოს და არც რუსეთი. ტრამპა გადადო რუსეთისთვის სანქციების დაწესება 50 დღით. მაგრამ, მეორე მხრივ, მიიღო გადაწყვეტილება ევროპამ შეიძინოს აშშ-დან ამერიკული იარაღი და მიაწოდოს უკრაინას.
ამ გადაწყვეტილებით იგი შეეცადა ომში ჩართულ ძალებს შორის გარკვეული ძალთა ბალანსის შექმნა. გარდა ამისა, ხელი შეუშალა ზაფხულში უკრაინაზე რუსული შეტევის განხორციელებას. ტრამპის ვარაუდით, მხარეები ამის შემდეგ უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების თემას.
– საუბარი იყო იმაზე, რომ რუსეთს უნდა შეეწყვიტა ცეცხლი, მაგრამ ხდება პირიქით, პუტინი აგრძელებს უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვას. მათ შორის იმ ტერიტორიების, რომელზეც თითქოს ახლა პრეტენზიები არ აქვს და სურს უკრაინის იმ ოლქებში ადმინისტრაციულ საზღვრებზე გავიდეს, რაც რუსეთს თავის კონსტიტუციაში აქვს დაფიქსირებული.
პუტინისთვის 50 დღის მიცემის შემდეგ, რუსეთ-უკრაიის ომთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს? მისი აზრით, რა შედეგით უნდა დასრულდეს ეს 50 დღე?
– მანამდე ტრამპი ცდილობდა ცალკე ჰქონოდა ურთიერთობა ჩინეთთან და ცალკე ჰქონოდა ურთიერთობა რუსეთთან. მას შემდეგ, რაც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის დამარცხებას არ დაუშვებს, რადგან ამის შემდეგ აშშ ჩინეთისთვის მოიცლის, ამის შემდეგ ტრაპმა შეცვალა თავისი მიდგომა და ახლა ერთმანეთზეა გადაბმული რუსეთთან და ჩინეთთან მოლაპარაკებები.
ფაქტიურად, 50 დღე ტრამპმა პუტინს კი არა ჩინეთს მისცა. ტრამპის მიზანი იყო ჩინეთთან ტარიფებზე შეთანხმება, და ჩინეთმა თავისი სიტყვა თქვას ისეთ საკითხში, როგორიცაა რუსეთის მიერ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა. რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტა ხდება აშშ-სა და ჩინეთს შორის მოლაპარაკებების ნაწილი.
50 დღე ტრამპმა პუტინს კი არა ჩინეთს მისცა. ტრამპის მიზანი იყო ჩინეთთან ტარიფებზე შეთანხმება, და ჩინეთმა თავისი სიტყვა თქვას ისეთ საკითხში, როგორიცაა რუსეთის მიერ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა. რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტა ხდება აშშ-სა და ჩინეთს შორის მოლაპარაკებების ნაწილი
სხვათა შორის, აშშ-ს ფინანსთა მინიტრმა სკოტ ბენეტმა ამის შესახებ პირდაპირ განაცხადა. მისი თქმით, ჩინეთთან სავაჭრო საკითხებზე მოლაპარაკება და რუსეთის მიერ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხები ერთი პაკეტის თემებია.
ჩანს თითქოს, ტრამპმა 50 დღე პუტინს მისცა, მაგრამ, რეალურად, ეს 50 დღე ტრამპმა სი ძინ პინს მისცა, რადგან ამ თემებზე ტრამპი სი-ს უნდა ესაუბროს.
– 3 სექტემბერს პეკინში დაგეგმილია მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლის აღნიშვნის ღონისძიებები, რომელზეც მიწვეული არიან ტრამპი და პუტინი.
ბევრმა გამოთქვა ვარაუდი, რომ პეკინში ტრამპი არ ჩავიდოდა. მოდით ორივე ვარიანტი განვიხილოთ – რას შეიძლება ნიშნავდეს პეკინში ტრამპის ჩაუსვლელობა? და თუ ჩავიდა, სავარაუდოდ, რა შედეგით დასრულდება ტრამპი-პუტინის შეხვედრა?
– როცა ტრამპს ჰკითხეს ჩავა თუ არა პეკინში? მან თქვა – სი ძინ პინმა პეკინში მიმიწვიაო, მაგრამ, შეიძლება ჩავიდე, შესაძლოა, არაო. ტრამპს პეკინში ჩასვლა არც დაუდასტურებია და არც უარყვია. ტრამპის პეკინში ჩასვლა-არჩასვლა დამოკიდებულია ჩინეთთან აშშ-ს მოლაპარაკებებზე სავაჭრო საკითხებზე. მაგრამ, უკრაინის თემის განხილვას ტრამპი ჩინეთთან ერთ პაკეტში ვარაუდობს.
ტრამპის პეკინში ჩასვლა-არჩასვლა დამოკიდებულია ჩინეთთან აშშ-ს მოლაპარაკებებზე სავაჭრო საკითხებზე. მაგრამ, უკრაინის თემის განხილვას ტრამპი ჩინეთთან ერთ პაკეტში ვარაუდობს
ლიდერების შეხვედრამდე მხარეებს შორის წინასწარ მიმდინარე მოლაპარაკებების დაგვირგვინება ხდება. პეკინში მთავარი შეხვედრა ტრამპსა და სი ძინ პინს შორის შედგება. თუ სექტემბრისთვის აშშ-სა და ჩინეთს შორის პრინციპულ საკითხებზე მოლაპარაკება შედგა, პეკინის შეხვედრაზე ტრამპი და სი მოიწვევენ პუტინს და მათ შორის შემდგარი მოლაპარაკებების შედეგს აცნობებენ, მათ შორის იმაზე, რომ მან უკრაინაში ომი უნდა დაასრულოს.
თუ სექტემბრისთვის აშშ-სა და ჩინეთს შორის პრინციპულ საკითხებზე მოლაპარაკება შედგა, პეკინის შეხვედრაზე ტრამპი და სი მოიწვევენ პუტინს და მათ შორის შემდგარი მოლაპარაკებების შედეგს აცნობებენ, მათ შორის იმაზე, რომ მან უკრაინაში ომი უნდა დაასრულოს
– კრემლის პროპაგანდა კი ბაქი-ბუქობს, მაგრამ, პუტინი ახლა ისეთ ეკონომიკურ მდგომარეობაშია, სიამოვნებით დაასრულებდა ომს თუ რუსეთს მის მიერ ოკუპირებული უკრაინის 4 ოლქი დარჩებოდა…
უკრაინაში ომის დასრულების ამ პირობებზეა საუბარი?
– ახლა, მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაზე შეიძლება იყოს საუბარი. ახლა მთავარია მხარეები შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე და ამის შემდეგ დაიწყოს მოლაპარაკებები.
აუცილებელი არაა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, შესაძლოა, რუსეთს დარჩეს. ცეცხლი რომც შეწყდეს, მხარეებს შორის „ცივი ომის“ მდგომარეობა კარგა ხანს გაგრძელდება.
აუცილებელია არაა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, შესაძლოა, რუსეთს დარჩეს. ცეცხლი რომც შეწყდეს, მხარეებს შორის „ცივი ომის“ მდგომარეობა კარგა ხანს გაგრძელდება
ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ყველაზე აქტუალური იქნება ეკონომიკური პრობლემები, როგორც რუსეთის, ისე უკრაინის.
– ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინის 4 ოლქი რუსეთს რჩება, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, მაგრამ ამის ომის მოგებად გასაღება კრემლის პროპაგანდასაც კი გაუჭირდება. მით უმეტეს იმ შემთხვევაში თუ ამ ოლქების დატოვებას მისთვის არავინ აპირებს.
იმ პირობებზე, რა პირობებზეცაა საუბარი ცეცხლის შეწყვეტა, თქვენი ვარაუდით, ეს რა პროცესებს გამოიწვევს რუსეთში?
– ეს ის შემთხვევაა, რომ პროპაგანდის საკითხი მთავარი ვერანაირად ვერ იქნება. მთავარია, რას გამოიწვევს ეს რუსეთის ელიტებში. რუსეთის პოლიტელიტაში ორი ფრთაა – ერთი ფრთაა ძალოვანების ფრთა, მეორეა ეკონომიკური ბლოკის ფრთა, რომლებსაც, შეიძლება ლიბერალების ფრთა დავუძახოთ. ძალოვანებს არ აწყობთ ომის დასრულება, რადგან ისინი დაკარგავენ დაფინანსების მაღალ დონეს, პოლიტიკურ გავლენას, შესაბამისად, მათ აწყობთ ომის გაგრძელება.
ეკონომისტები ამბობენ, რომ თუ ომი გაგრძელდა, მაშინ რუსეთში მომავალ წელს ღრმა ეკონომიკური კრიზისი დაიწყება. რუსეთის ბიუჯეტი ომს ვერ გაუძლებს. ძალოვნებისა და ეკონომისტების პოლიტელეტებს შორის მძაფრი წინააღმდეგობა და დაპირისპირებაა. ახლა ინიციატივა ძალოვანებს აქვთ.
ეკონომისტები ამბობენ, რომ თუ ომი გაგრძელდა, მაშინ რუსეთში მომავალ წელს ღრმა ეკონომიკური კრიზისი დაიწყება. რუსეთის ბიუჯეტი ომს ვერ გაუძლებს. ძალოვნებისა და ეკონომისტების პოლიტელეტებს შორის მძაფრი წინააღმდეგობა და დაპირისპირებაა. ახლა ინიციატივა ძალოვანებს აქვთ
თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რა კანონი მიიღო რუსეთის დუმამ, მხედველობაში მაქვს გუშინ მესამე მოსმენით კანონპროექტის დამტკიცება, რომელიც ითვალისწინებს ინტერნეტში აკრძალული „ექსტრემისტული მასალების“ მოძიებაზე ჯარიმას, ეს გახლავთ რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სცენარით პროცესების განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ ძალოვანთა ფრთა შეტევაზეა გადასული.
რაც შეეხება საზოგადოებრივ აზრს, პროპაგანდას. ეს თემები ახლა რუსეთში მხოლოდ მეორეხარისხოვანი საკითხებია.
– როგორც ვიცით, ევროკავშირმა რუსეთს საკმაოდ დიდი და ყოვლისმომცველი სანქციები დაუწესა. ამ სანქციებს აშშ-ც შეურეთდა. ამ სანქციების სრულად ამოქმედება რუსეთს კარგს არაფერს უქადის.
ეს საფრთხე რამდენად შეიძლება აღმოჩნდეს პუტინისთვის იმის ნიშანი, რომ რუსეთმა ომი უკრაინაში უნდა დაასრულოს?
ამ ბოლო სანქციების ამოქმედებამ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს რუსეთში მიმდინარე პროცესებზე?
– ახლა რუსეთში ისეთი ვითარებაა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობას. ინდოეთმა თქვა, რომ თუ აშშ-მ სანქციები ამოქმედა, ინდოეთს, პრინციპში არ სჭირდება რუსული ნავთობი.
ინდოეთი ემზადება უარი თქვას რუსულ ნავთობზე. არადა, ახლა ინდოეთი რუსეთისაგან 40 აშშ მილიარდი დოლარის ნავთობს ყიდულობს. ბრაზილია ჯერ მზად არაა დაემორჩილოს ამ სანქციებს, მაგრამ ბრაზილიის წილი რუსული ნავთობის შეძენაში დიდი არაა. რჩება ჩინეთი. ჩინეთთან ახლა აწარმოებს აშშ მოლაპარაკებებს.
თუ აშშ ჩინეთთან მიაღწია შეთანხმებას, რუსეთი იძულებული იქნება დათმობებზე წავიდეს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე და მხარეები დარჩებიან იმ პოზიციებზე, სადაც მათი ჯარები ახლა დგანან.
თუ აშშ ჩინეთთან მიაღწია შეთანხმებას, რუსეთი იძულებული იქნება დათმობებზე წავიდეს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე და მხარეები დარჩებიან იმ პოზიციებზე, სადაც მათი ჯარები ახლა დგანან
– ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს იმას, რომ რუსეთ-უკრაინის ომი იმ შედეგით უნდა დასრულდეს, სადაც ახლა მხარეთა შეიარაღებული ძალების დგანან?
– რა თქმა უნდა, არა, იმიტომ რომ ვიდრე მხარეებს შორის არ დასრულდება მოლაპარაკებები, მანამდე რუსეთ-უკრაინის ომი სხვადასხვა ფორმატში გაგრძელდება. ისეთი მასშტაბის ომი, როგორც ახლაა, ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა.
ტრამპისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. ოქტომბრის დასაწყისში ცნობილი გახდება ვინ იქნება წარდგენილი ნობელის მშვიდობის პრემიაზე. თუ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით წარმატებას მიაღწია, მაშინ დიდია იმის ალბათობა, რომ ტრამპი იქნას წარდგენილი ნობელის პრემიაზე. იგი ამ პრემიის მისაღებად ისრაელმა უკვე წარადგინა. ეს თუ მოხდა, ტრამპისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ იქნება.
– ამ მოვლენების ფონზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები უკიდურესად დაძაბულია.
საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირმა, შესაძლოა, მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს შეუწყდეს ვიზალიბერალიზაცია. ევროკავშირს ამის გაკეთება არ უნდოდა, სურდა სანქციები დაეწესებინათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის.
მაგრამ, იმის გამო, რომ ამ საკითხს ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღებას კონსენსუსი სჭირდება, ამის გაკეთება შეუძლებელია უნგრეთის პრემიერ ორბანის გამო.
თქვენ როგორ შეაფასებდით ევროკავშირსა და საქართველოს შორის გართულებულ ურთიერთობებს?
– მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, საქართველო ევროპასთანაც იყო და რუსეთთანაც. ახლა საქართველო აღმოჩენილია სიტუაციაში, როცა არც ევროპასთანაა და არც რუსეთთან. როცა საქართველო არც ევროპასთანაა და არც რუსეთთან, – „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს. ეს ისეთი ვითარებაა, როცა საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმოებისას მეტი მოქნილობა ესაჭიროება.
– თუ იმ რიტორიკით ვიმსჯელებთ, რაც ხელისფლებიდან გვესმის, არ ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ცდილობს მოქნილი საგარეო პოლიტიკის წარმოებას…
– საქართველოს ხლისუფლების რიტორიკა ბევრი თვალსაზრისით ტრამპისტულ რიტორიკას ჰგავს. ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ მას კარგი ურთიერთობა ექნებოდა აშშ-თან და რუსეთთანაც, როგორც ჩანს, მათ ასეთი გათვლა ჰქონდათ. მაგრამ, ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ შეცვლილია. საქართველო ამ პოლიტიკურ დინამიკას აშკარად ჩამორჩა.
ქართული პოლიტიკა ახლა გარკვეულ წილად ჩიხშია შესული. ამის მიზეზი კი ისააა, რომ ტრამპი იმით გამოირჩევა, რომ შეუძლია 180 გრადუსით შეცვალოს თავისი პოზიცია და პოლიტიკა. საქართველო ახლა აშკარად გარდამავალ ეტაპზე იმყოფება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი