ავთანდილ წულაძე – მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება და გაღრმავდება

რუსეთში ჩატარებული საპრეზიდენტო ს შედეგებზე, სავარაუდოდ, რა გზას დაადგება პუტინი რუსეთში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ვაიმარში გამართული შეხვედრის შემდეგ ს მიმართ რა პოლიტიკას გაატარებს ევროპა, ასევე საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“, პოლიტიკის ანალიტიკოსს, ავთანდილ წულაძე ესაუბრა.
– ბატონო ავთანდილ, საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში, რომლის შედეგი წინასწარ იყო ცნობილი დასრულდა.
რა გვანახა რუსეთში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა, რომელიც სპეცოპერაციას უფრო ჰგავდა? სავარაუდოდ, რა ნაბიჯებს გადადგამს პრეზიდენტად მე-5 არჩეული პუტინი?
– არჩევნების შედეგი და პუტინის მიერ მიღებული პროცენტები რაც გამოცხადდა მოულოდნელი არავისთვის ყოფილა, რადგან ეს ასე რომ იქნებოდა წინასწარ იყო ცნობილი. არჩევნები კი ჩატარდა, მაგრამ პასუხგაუცემელი დარჩა კითხვები და არავინ იცის თუ რა იქნება შემდეგ და რა მიმართულებით განვითარდება პროცესები რუსეთში.
ასე ჩანს, რადგან, რუსეთში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმაც აჩვენა, რომ რუსეთი ჩიხშია. იმას, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს რუსეთში, მოჩვენებითი სტაბილურობაა. თითქოს, არაფერი იცვლება, მაგრამ, არც ერთ საკითხზე არ არის გაცემული პასუხები. მეტიც, რა მიმართულებით უნდა იმოძრაოს რუსეთმა არავინ იცის, არც ელიტებმა და არც მოსახლეობამ. ჩატარებულ არჩევნებს არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გაუცია.
რუსეთში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმაც აჩვენა, რომ რუსეთი ჩიხშია. იმას, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს რუსეთში, მოჩვენებითი სტაბილურობაა. თითქოს, არაფერი იცვლება, მაგრამ, არც ერთ საკითხზე არ არის გაცემული პასუხები. მეტიც, რა მიმართულებით უნდა იმოძრაოს რუსეთმა არავინ იცის, არც ელიტებმა და არც მოსახლეობამ. ჩატარებულ არჩევნებს არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გაუცია
ახლა, რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარია როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია რუსეთში ჩატარებულ არჩევნებზე. დასავლეთი ჩათვლის თუ არა ამ არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „რუსეთში ფსევდო არჩევნები ჩატარდა“. გერმანია არ ცნობს არჩევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ახლა საინტერესოა, საბოლოოდ დასავლეთი ცნობს თუ არა პუტინს რუსეთის ლეგიტიმურ პრეზიდენტად, თუ ეს იქნება ლუკაშენკოს მსგავსი ვარიანტი. თუმცა დასავლეთის ლუკაშენკოს ლეგიტიმურობას არ ცნობს. უახლოეს დღეებში ეს გახდება ცნობილი.
– თუ პუტინის ქცევას დავაკვირდებით, მას ნაკლებად აინტერესებს დასავლეთი აღიარებს მას თუ არა რუსეთის ლეგიტიმურ პრეზიდენტად…
– არა, ასე არაა. პუტინმა იცის, რომ მისი პრეზიდენტობის ლეგიტიმურადა არ აღიარებას დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთის დიპლომატიური და საერთაშორისო ურთიერთობებისთვის. დასავლეთი ლუკაშენკოს ლეგიტიმურობას არ ცნობს, მაგრამ, საქმე ისაა, რომ ლუკაშენკო 10 მილიონიანი ქვეყნის პრეზიდენტია.
პუტინი კი დიდი და ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნის პრეზიდენტია. მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს პრეცედენტი, როცა ბირთვული ქვეყანას მართავდეს არალეგიტიმური პრეზიდენტი.
მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს პრეცედენტი, როცა ბირთვული ქვეყანას მართავდეს არალეგიტიმური პრეზიდენტი
– გასაგებია რასაც ბრძანებთ, მაგრამ, ფაქტი ისაა, რომ დასავლეთი აღიარებს თუ არ აღიარებს პუტინის ლეგიტიმურობას, პუტინი სთან და დასავლეთთან მიმართებაში ისე იმოქმედებს, როგორც ის ჩათვლის საჭიროდ და რაზეც არა ერთხელ განუცხადებია…
– პუტინის მიზანია თავის პირობებზე აწარმოოს მოლაპარაკებები დასავლეთთან, როგორც რუსეთის ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა. ამისთვის სჭირდებოდა პუტინს არჩევნების ჩატარება.
პუტინისთვის მნიშვნელოვანია, იგი დასავლელმა პარტნიორებმა ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნიონ
შეეძლოთ არჩევნები იმის გამო გადაეტანათ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა და ქვეყანა ომშია ჩართული. პუტინისთვის მნიშვნელოვანია, იგი დასავლელმა პარტნიორებმა ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნიონ.
– გასული კვირა დასრულდა იმით, რომ საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები გერმანიის ქალაქ ვაიმარში ერთმანეთს შეხვდნენ და უკრაინის დახმარებისა და რუსეთთან დაპირისპირების საკითხებზე იმსჯელეს.
განცხადებები გაკეთდა იმაზე, რომ ეს ქვეყნები უკრაინას შორ მანძილზე წვდომის რაკეტებს მიაწვდიან. დამკვირვებელთა ნაწილი ამბობს, რომ ევროპულ პოლიტიკაში ახალი ეტაპი დაიყო.
თქვენი დაკვირვებით, რა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ „ევროპულ პოლიტიკაში ახალი ეტაპი დაიწყო“? და ეს ეხება თუ არა როგორც უკრაინას, ისე ევროპის შიგნით მიმდინარე პროცესებს?
-ს პრეზიდენტობის კანდიდატის ტრამპის განცხადებებმა მნიშვნელოვნად შეცვალა სიტუაცია ევროპაში. პრეზიდენტ მაკრონის განცხადებები გახლავთ ევროპის მომზადება იმისთვის, რომ ევროპამ თავად უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ში იზოლაციონიზმის პოლიტიკური ხაზი გაიმარჯვებს.
პრეზიდენტ მაკრონის განცხადებები გახლავთ ევროპის მომზადება იმისთვის, რომ ევროპამ თავად უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ში იზოლაციონიზმის პოლიტიკური ხაზი გაიმარჯვებს
საფრანგეთი, როგორც ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანა ცდილობს ინიციატივა თავის ხელში აიღოს. პოლონეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა იმ მხრივ, რომ აშშ-ს მოკავშირეა და იცავს ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგს.
გერმანია და საფრანგეთი ევროკავშირის დამფუძნებელი ქვეყნებია, მათ შორის როლები ასეა გადანაწილებული – საფრანგეთი უფრო ძლიერია პოლიტიკურად, იმიტომ, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულების ბანაკში იყო. იმის გამო, რომ გერმანიას ომი აქვს წააგებული, პოლიტიკური ინიციატივის უნარი არ აქვს. მაგრამ, გერმანიას აქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკა და სამხედრო წარმოება. ახლა ხდება მათი რესურსების გაერთიანება.
– უკრაინაში ომის წარმოების ფონზე რუსეთმა შეძლო თავისი ეკონომიკის სამხედრო რელსებზე გადაყვანა. ევროპა ახლა ხვდება, რომ რუსეთი მისთვისაცაა ეგზისტენციალური გამოწვევაა.
ცოტა გვიან ხომ არ მიხვდა და დააგვიანა ევროპამ იმის გაცნობიერება, რომ რუსეთი ევროპისთვისაც საფრთხეა?
– ომის დაწყებამდე ევროპა ცდილობდა ომის არდაშვებას. მას შემდეგ რაც ომი დაიწყო, ცდილობდა ომის შეჩერებას. მას შემდეგ, რაც ეს მცდელობები წარმატებული არ აღმოჩნდა, ევროპელი ლიდერები მიხვდნენ, რომ მათმა ამგვარმა პოლიტიკამ სრულად ამოწურა თავისი შესაძლებლობები. პრეზიდენტ მაკრონის განცხადებებმა ამგვარ პოლიტიკას წერტილი დაუსვა.
რაც შეეხება სამხედრო წარმოების რესურსებს. ახლა რუსეთი თითქმის მაქსიმუმსაა მიღწეული ვგულისხმობ მისი ეკონომიკის სამხედრო რელსებზე გადაყვანის შედეგებს. ევროკავშირის ქვეყნების მხოლოდ ახლა იწყებენ სამხედრო წარმოების გაძლიერებას. ევროპის გამოღვიძება გვიანი არ არის, რადგან უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე სიტუაცია არ იცვლება. მასირებულ რუსულ შეტევებს უკრაინა უძლებს. უკრაინამ თავადაც მოახდინა თავისი მრეწველობის ამუშავება.
ევროკავშირის ქვეყნები მხოლოდ ახლა იწყებენ სამხედრო წარმოების გაძლიერებას. ევროპის გამოღვიძება გვიანი არ არის, რადგან უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე სიტუაცია არ იცვლება. მასირებულ რუსულ შეტევებს უკრაინა უძლებს… გრძელვადიან პერსპექტივაში რესურსების გათვალისწინებით უპირატესობა ევროკავშირის მხარეს იქნება
ევროკავშირი ახლა შეუდგა თავისი სამხედრო რესურსების მობილიზებასა და ამუშავებას. ფაქტია ის, რომ ევროპას რუსეთთან შედარებით მეტი რესურსი აქვს. საერთოდ, ომი რესურსების შეჯიბრია.
ევროკავშირში 448 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. რუსეთში 145 მილიონი ადამიანი. თუ ევროკავშირისა და რუსეთის რესურსებს შევადარებთ, მოსახლეობის მხრივ ევროკავშირში მეტი ხალხი ცხოვრობს, ევროკავშირს ფულიც მეტი აქვს, საწარმოო პოტენციალი და ტექნოლოგიები რუსებზე გაცილებით მეტი აქვს. გრძელვადიან პერსპექტივაში რესურსების გათვალისწინებით უპირატესობა ევროკავშირის მხარეს იქნება.
– რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ აგრესიული რუსეთის მოქმედებების ფონზე ევროპა დემორალიზებულია?
– ასეთ სურათს ქმნის მედია. საერთოდ, მედია უფრო დრამატულ სურათს გვთავაზობს, ვიდრე რეალურადაა სიტუაცია. მედიას სენსაციები სჭირდება და ცდილობს შექმნას დრამა.
რეალურად სიტუაცია ასეთია. ერთიანი დასავლეთი არ არსებობს, დასავლეთის ქვეყნებს შორის ბევრს საკითხებზე მიდის კამათი. ის ფაქტი, რომ ახლა ევროპა ზრუნავს თავის სამხედრო და ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე, მნიშვნელოვანი ფაქტია.
რამდენიმე კვირის წინ ევროპის ბანკის თავმჯდომარემ კრისტი ლაგარტმა განაცხადა – ევროპა ეკონომიკურად და ფინანსურად უნდა მოემზადოს იმისთვის, თუ აშშ-ს არჩევნებში ტრამპმა გაიმარჯვა. ტრამპმა თქვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში 10%-იან ტარიფებს დააწესებს ევროკავშირთან ვაჭრობაში. ტრამპისთვის ევროკავშირიც კონკურენტია. ტრამპი ჩინეთს ვაჭრობის ტარიფების გაზრდას 60%-ით დაჰპირდა. ტრამპისთვის ჩინეთი მტერია, ხოლო ევროპა ეკონომიკური კონკურენტი.
ევროპა ამერიკის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და მათ შორის სავაჭრო ბრუნვა 1 ტრილიონ 200 მილიარდს შეადგენს. ევროპის ბანკის თავმჯდომარემ კრისტი ლაგარტმა პრაქტიკულად თქვა, რომ ევროპა უნდა მოემზადოს გახდეს დამოუკიდებელი ეკონომიკური მოთამაშე. მაკრონმა კი თქვა, რომ ევროპა უნდა გახდეს პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით დამოუკიდებელი და ანგარიშგასაწევი მოთამაშე.
ევროპის ბანკის თავმჯდომარემ კრისტი ლაგარტმა პრაქტიკულად თქვა, რომ ევროპა უნდა მოემზადოს გახდეს დამოუკიდებელი ეკონომიკური მოთამაშე. მაკრონმა კი თქვა, რომ ევროპა უნდა გახდეს პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით დამოუკიდებელი და ანგარიშგასაწევი მოთამაშე
თუ აშშ-მ გააგრძელა იზოლაციონიზმის პოლიტიკა, ევროპა ემზადება ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით იყოს დამოუკიდებელი ძალა და მოთამაშე.
ეს კი ნიშნავს, რომ დაწყებულია და კიდევ უფრო გაღრმავდება ევროპის მილიტარიზაცია, სამხედრო ინდუსტრია მიიღებს დიდ შეკვეთებს უკრაინის იარაღით უზრუნველსაყოფად. ევროკავშირი გახდება უფრო დამოუკიდებელი მოთამაშე, ვიდრე ადრე იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში მაკრონმა თქვა – „ევროკავშირი უნდა გახდეს გლობალური ძალის ცენტრი“.
მანამდე რა ხდებოდა – რუსეთი ევროპას ყურადღებას არ აქცევდა და ამბობდა, რომ სურდა მხოლოდ ვაშინგტონთან საუბარი უკრაინის შესახებ, ევროპის შესახებ და ასე შემდეგ. მოსკოვი ისე იქცეოდა, თითქოს ევროპა, როგორ გლობალური მოთამაშე და გლობალური ძალის ცენტრი არ არსებობს. ამ თვალსაზრისით მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრა სიმბოლურია. მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება და გაღრმავდება.
მაკრონმა, მოსკოვის მუქარებზე რომ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, პრაქტიკულად უპასუხა, რომ ბირთვულ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ საფრანგეთიც უპასუხებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროპამ აშშ-საგან დამოუკიდებლად დაიწყო რუსეთის დამოუკიდებლად შეკავებაზე ზრუნვა
კიდევ არის ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი – „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ დასავლეთი და რუსეთი ცდილობდნენ არ დაეშვათ ერთმანეთთან პირდაპირი დაპირისპირება, რადგან ასეთ დაპირისპირებას შეიძლება მოჰყოლოდა ტაქტიკური და სტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენება.
მაკრონმა, მოსკოვის მუქარებზე რომ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, პრაქტიკულად უპასუხა, რომ ბირთვულ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ საფრანგეთიც უპასუხებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროპამ აშშ-საგან დამოუკიდებლად დაიწყო რუსეთის დამოუკიდებლად შეკავებაზე ზრუნვა.
ჯერჯერობით საქართველო ნეიტრალური ჩანს, მაგრამ, საქართველო დიდხანს ვერ დარჩება ნეიტრალური, რადგან მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა ისეთია, მოუწევს ევროკავშირსა და რუსეთს შორის არჩევანის გაკეთება
– „ცივი ომი-2“ ფაქტობრივად მიმდინარეობს, ევროკავშირსა და რუსეთს შორის ვითარება უკიდურესად გამწვავებულია. თუ „ცივმა ომმა -2“ მა დაპირისპირების კიდევ უფრო მეტი მასშტაბები მიიღო, ისეთ პატარა ქვეყანას, როგორც საქართველოა, მოუწევს დაბალანსების პოლიტიკაზე უარის თქმა და რომელიმე მხარის არჩევა.
რუსეთის მიზნებიდან და აგრესიულობიდან გამომდინარე რომ ეს საქართველოსთვის საფრთხის შემცვლელია, ფაქტია. ვითარებაში, როცა რუსეთს სომხეთზე ზეწოლის ბერკეტები ბევრი აქვს ესეც ცხადია. ევროკავშირისკენ სომხეთის მოძრაობები რომ საქართველოს საფრთხეებს კიდევ უფრო ზრდის, ფაქტია.
მოსკოვსა და ბაქოს შორის სამოკავშირეო ურთიერთობების გათვალისწინებით ასევე ცხადად ჩანს, რომ საქართველო და სომხეთი, რბილად რომ ვთქვათ, კარგ პოზიციაში არ არიან…
– სომხეთს მყარი კავშირები აქვს საფრანგეთთან. რუსეთის წინააღმდეგ სომხეთის პრემიერ ფაშინიანის განცხადებები გამოწვეულია ერთი მხრივ საფრანგეთის გააქტიურებით და მეორე მხრივ სომხეთის საფრანგეთთან მჭიდრო კავშირებით.
თუ მანამდე გვიკვირდა თუ როგორ ბედავდა ფაშინიანი მკვეთრ პოზიციონირებას მოსკოვთან. მაგრამ, ახლა როცა საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპის მომავალზე თავისი პოზიციები გააჟღერა, სომხეთის ევროპული მიმართულებით გააქტიურება სხვანაირად ჩანს.
ფაქტია, რომ ს ევროპისკენ მოძრაობები საკმაოდ საფუძვლიანია და მხარდაჭერილია.
– ვხედავთ, რომ ჩვენს მეზობელ სომხეთს საფრანგეთი ლობირებს, მაგრამ, სამხრეთ კავკასია ის რეგიონია, რომელსაც „რუსეთი თავის უკანა ეზოდ თვლის“…
– სამხრეთ კავკასიის გული საქართველოა. სამხრეთ კავკასიაში ვითარება მნიშვნელოვნად შეცვლილია. თუ ადრე სამხრეთ კავკასიაში რუსეთის დასაყრდენი იყო სომხეთი, ახლა პირიქითაა, მოსკოვი ბაქოსთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ერევანთან.
ამ სიტუაციაში ჯერჯერობით საქართველო ნეიტრალური ჩანს, მაგრამ, საქართველო დიდხანს ვერ დარჩება ნეიტრალური, რადგან მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა ისეთია, მოუწევს ევროკავშირსა და რუსეთს შორის არჩევანის გაკეთება.
საქართველო რეალური რისკის ზონაში იმყოფება. ბალტიის ქვეყნებზე სამხედრო ოპერაციის ალბათობა მცირეა, რადგან ამ თემაზე მსჯელობები აშკარად ფსიქოლოგიური ომის ნაწილს ჰგავს
ჩვენ გვინდა თუ არა მედიას ვადევნებთ თვალს. მედიაში აქტიურად განიხილება განახორციელებს თუ არა რუსეთი თავდასხმას ბალტიის ქვეყნებზე და პოლონეთზე. საქმე ისაა, რომ ევროპის აღმოსავლეთის ფლანგი საკმაოდ დაცულია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნატოს წევრები გახდნენ შვედეთი და ფინეთი.
ამის გათვალისწინებით შეიძლება იმის თქმა, რომ ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად რუსეთს რეალური რესურსი არ აქვს. ბალტიის ქვეყნებზე შეტევის შესახებ გავრცელებული ინფორმაციები უფრო მეტად რუსეთის ფსიქოლოგიური ომის ნაწილს ჰგავდა.
რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, ფაქტია, რომ აზერბაიჯანის გარდა, სამხრეთ კავკასია დაუცველია. საქართველოს უსაფრთხოების გარანტიები არ აქვს და შესაბამისად დაცული არ არის. ამის გამო საქართველო რეალური რისკის ზონაში იმყოფება. ბალტიის ქვეყნებზე სამხედრო ოპერაციის ალბათობა მცირეა, რადგან ამ თემაზე მსჯელობები აშკარად ფსიქოლოგიური ომის ნაწილს ჰგავს.
რადგან საქართველო ასე ღრმადაა დამოკიდებული რუსეთზე, საჭიროების შემთხვევაში არაა გამორიცხული ეს გარემოება რუსეთმა გამოიყენოს საქართველოზე ზეწოლის საშუალებად. რუსეთს არ სჭირდება საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება, საქართველო რუსეთს სჭირდება სომხეთზე ზეწოლის განსახორციელებლად
– სამწუხაროდ, საქართველო მართლაც რუსეთის მხრიდან მაღალი რისკის ზონაში იმყოფებიან.
თქვენი დაკვირვებით, ამ ქვეყნების მიმართ რა საფრთხის შემცველი და კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადადგას რუსეთმა?
– სამწუხაროდ, საქართველო ეკონომიკურად ბევრად არის დამოკიდებული რუსეთზე და შეუძლია ამით ისარგებლოს რუსეთმა. ჩვენ გვახსოვს რუსეთის მხრიდან ქართულ ღვინოზე დაწესებული ემბარგო, ასევე ენერგორესურსების მოწოდებაზე უარის თქმა.
რადგან საქართველო ასე ღმადაა დამოკიდებული რუსეთზე, საჭიროების შემთხვევაში არაა გამორიცხული ეს გარემოება რუსეთმა გამოიყენოს საქართველოზე ზეწოლის საშუალებად. რუსეთს არ სჭირდება საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება, საქართველო რუსეთს სჭირდება სომხეთზე ზეწოლის განსახორციელებლად.
საქართველო ახლა ელოდება რა ნაბიჯებს გადადგამს დასავლეთი სომხეთის მიმართულებით. სომხეთს რუსეთთან საერთო საზღვარი არ აქვს, საქართველოს კი აქვს. საქართველოს პირველი პრობლემა ისაა, რომ საქართველოს არ აქვს უსაფრთხოების გარანტია, მეორე პრობლემა ისაა, რომ მას უნდა ჰქონდეს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა
ახლა ის დროა ევროკავშირმა საქართველოს მიმართულებით მკაფიო ნაბიჯები გადადგას. ბრიუსელიდან ევროკავშირის მხოლოდ მაღალჩინოსნების ვიზიტებს არ ვგულისხმობ
– თქვენი სწორად ბრძანეთ – ევროპა-უკრაინა-რუსეთის დაპირისპირება არა მარტო გაგრძელდება, გაღრმავდება კიდეც.
ევროკომისიის მიერ ჩვენს მიმართ ერთ-ერთი რეკომენდაცია გახლავთ ის, რომ საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე ქვეყნის საგარეო პოლიტიკა თანხვედრაში იყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან.
ასეთ ვითარებაში შეძლებს საქართველო, რომ მისი საგარეო პოლიტიკა თანხვედრაში იყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან?
– რეალურად, საქართველოს პოლიტიკა უფრო ლოდინის პოლიტიკას ჰგავს. ჯერჯერობით, ევროკავშირის მხრიდან არ ჩანს თუ რა შეიძლება გააკეთოს ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში. საფრანგეთსა და სომხეთს შორის დაწყებული პროცესი გასაგებია, სომხეთს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას გზა აქვს გასავლელი.
ევროკავშირის სომხეთით დაინტერესება რამდენიმე კვირის ამბავია, ვნახოთ რა ფორმებს შეიძენს ეს პროცესი. ჩემი აზრით, საქართველო ახლა ელოდება რა ნაბიჯებს გადადგამს დასავლეთი სომხეთის მიმართულებით. სომხეთს რუსეთთან საერთო საზღვარი არ აქვს, საქართველოს კი აქვს. საქართველოს პირველი პრობლემა ისაა, რომ საქართველოს არ აქვს უსაფრთხოების გარანტია, მეორე პრობლემა ისაა, რომ მას უნდა ჰქონდეს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა.
ახლა საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას. თუ საქართველომ უარი თქვა რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობაზე, ევროკავშირი რით და როგორ შეძლებს რუსეთის ჩანაცვლებას. ეს ორი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რაზეც საქართველოს უნდა ჰქონდეს პასუხები.
– თუ ახლა ევროპამ დაიწყო თავისი ეკონომიკის მილიტარიზაცია, არაა გამორიცხული ევროკავშირს გაუჭირდეს საქართველოში რუსეთის ჩანაცვლება…
– სამწუხაროდ, უკრაინაში ომის დაწყებამდე, ევროკავშირს საქართველოს მიმართ დიდი ეკონომიკური ინტერესი არ ჰქონია. რუსეთსა და საქართველოს ეკონომიკური ინტერესი იმიტომ აქვს, რომ ორივე მხარეს აქვს ინტერესი.
ევროპას საქართველოს მიმართ რეალური ეკონომიკური ინტერესი არ ჰქონია. და ეს ხდება ვითარებაში, როცა ქვეყანას აქვს უსაფრთხოების და რუსეთის ჩანაცვლების პრობლემა.
– ფაქტია, რომ ამგვარი ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდება…
– რა თქმა უნდა, 2024 წელი არის გადამწყვეტი გეოპოლიტიკური ვითარების ჩამოყალიბებაში. უნდა გადაწყდეს საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები. პროცესები ძალიან სწრაფად ვითარდება. ის რაც ცოტა ხნის წინ წარმოუდგენელი ჩანდა, შეიძლება რეალობად იქცეს. ფაქტია, რომ ახლა საქართველო გეოპოლიტიკური არჩევანის წინაშე დგას. რა თქმა უნდა, ეს წელი რთული იქნება, როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის.
იმიტომ რომ ბალტიის ქვეყნები დიდი ხანია ევროკავშირის და ნატოს წევრები არიან. ნატოს წევრი ახლა უკვე არიან შვედეთი და ფინეთი. საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი კი მხოლოდ თეორიულად არსებობს.
საქართველოს მეზობელია ნატოს წევრი თურქეთი, რომელსაც რთული, მაგრამ მაინც განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს რუსეთთან. ამიტომ, ვფიქრობ ახლა ის დროა ევროკავშირმა საქართველოს მიმართულებით მკაფიო ნაბიჯები გადადგას. ბრიუსელიდან ევროკავშირის მხოლოდ მაღალჩინოსნების ვიზიტებს არ ვგულისხმობ.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი