ავთანდილ წულაძე – გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინა-რუსეთის ომში უპირატესობა დასავლეთის მხარესაა

ამ ეტაპზე უკრაინისთვის -ს დახმარების არ გამოყოფის მიზეზებზე, სავარაუდოდ, როდის გამოუყოფს აშშ დახმარებას ს, რამდენად საფუძვლიანია რუსული პროპაგანდის მტკიცება, რომ დასავლეთი უკრაინის დახმარებით დაიღალა და საჭიროა მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყება, რა შანსები აქვთ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ბაიდენსა და ტრამპს, უკრაინა-ს ომის სავარაუდო შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, პოლიტოლოგიის დოქტორს, ავთანდილ წულაძეს ესაუბრა.
– ბატონო ავთანდილ, უკრაინას ამერიკისგან დახმარების მისაღებად ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ჩასვლამაც არ მოუტანა სასურველი შედეგი.
უკრაინისთვის დახმარების გამოყოფაზე აშშ-ში „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, როცა მხარეები მექსიკის საზღვრის დაცვისთვის დამატებითი თანხების გამოყოფაზე შეთანხმდებიან. ფაქტია, რომ უკრაინისთვის დახმარების საკითხი 2024 წლისთვის გადაიდო.
ამის გამო, ახლა უკრაინა კარგ დღეში ნამდვილად არ არის. რუსეთი აგრძელებს უკრაინის დაბომბვას, ფრონტის ხაზებზე არსებული ვითარება არც ერთ მხარეს არ აძლევს ხელშესახები უპირატესობის მიღწევის საშუალებას.
გასაგებია რომ აშშ-ში საარჩევნო წელია, ს მოახლოებას უკავშირდება თუნდაც უკრაინასთან დაკავშირებული თემა, მაგრამ, რამდენად საფუძვლიანია ვარაუდი, რომ ამერიკა უკრაინას დახმარებას გაუწევს?
– ამერიკული პოლიტიკისთვის დამახასიათებელია ძალიან მკაცრი დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ორივე მხარე ეცდება მაქსიმალურად მიიღოს მოგება ამ დაპირისპირებაში, რის გამოც, ბოლო დღემდე გაგრძელდება მათ შორის კამათი. ამიტომ, ვვარაუდობ, რომ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის საკითხი ამერიკაში, სავარაუდოდ, 2024 წლის იანვარ-თებერვალში გადაწყდება.
უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის საკითხი ამერიკაში, სავარაუდოდ, 2024 წლის იანვარ-თებერვალში გადაწყდება
მანამდე უკრაინა-რუსეთის ფრონტზე პოზიციური ომი მიმდინარეობს. უკრაინა ახლა დაცვაში იმყოფება და შეუძლია გაუძლოს რუსეთის მხრიდან შეტევებს. ახლა უკრაინა-რუსეთის ომი პირველ მსოფლიო ომს დაემსგავსა, როცა ფრონტებზე ვითარება დიდი ხნის განმავლობაში არ იცვლებოდა.
უნდა ვივარაუდოთ, რომ უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების ზოლზე იქნება პოზიციური ომი, რომელშიც არც ერთ მხარეს არ ექნება უპირატესობა.
– რუსული პროპაგანდა მუშაობს როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში. მათ შორის ჩვენთანაც კარგად მუშაობს, რადგან ვხედავთ, რომ უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით რუსულ ნარატივებს ჩვენთანაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ხშირად ახმოვანებენ.
რუსული ნარატივების მთავარი აზრი ასეთია – უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით დასავლეთში განწყობები იცვლება რუსეთის სასარგებლოდ.
რამდენად დასაჯერებლად მიიჩნევდით მტკიცებას, რომ რუსეთის მიერ წარმოებული რუსული საინფორმაციო ომის გამო უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით დასავლეთში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მომხდარი, ან ახლა ხდება?
– დასავლეთი, როგორც ცალკე პოლიტიკური სუბიექტი არ არსებობს. არის აშშ, ევროპა, სადაც სხვადასხვა საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა ახალი ევროპისა და ძველი ევროპის ქვეყნებს შორის. პრობლემა იმაშია, რომ დასავლეთს ჯერჯერობით არ აქვს ჩამოყალიბებული თავისი სამოქმედო პოლიტიკა რუსეთის მიმართ.
დასავლეთს ჯერჯერობით არ აქვს ჩამოყალიბებული თავისი სამოქმედო პოლიტიკა რუსეთის მიმართ
მეორე მომენტი გახლავთ ის, რომ დასავლეთის ქვეყნები ომში არ არიან ჩართული და ამ ქვეყნების ამომრჩევლები ომს არ გრძნობენ. ევროპელი ამომრჩევლისთვის ევროპის უკრაინისთვის დახმარება ჰუმანიტარულ დახმარებად აღიქმება. ევროპის ქვეყნები ცდილობენ შეინარჩუნონ ცხოვრების ის დონე, რომელიც მათ აქვთ და მეორე მხრივ, რუსეთთან დაპირისპირებაში გარკვეულ შედეგებს მიაღწიონ.
– უკრაინის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ევროპის ლიდერებს ესმით, რომ მათ არ აქვთ საშუალება დაუშვან უკრაინის დამარცხება და პუტინის გამარჯვება.
უკრაინამ ევროკავშირთან დაიწყო მოლაპარაკებები ევროკავშირში ქვეყნის ევროპაზე, რომლის ფარგლებში ევროკავშირი უკრაინას 20 მილიარდ ევროს გამოუყოფს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირში სერიოზულად ფიქრობენ იმაზე, რომ რუსეთის მოკავშირედ აღქმულ უნგრეთის პრემიერს ევროკავშირში ხმის უფლება შეუჩერონ. ფაქტია, რომ ევროკავშირში უკრაინასთან დაკავშირებით ქვეყნების პოზიციები ერთმნიშვნელოვანი ნამდვილად არაა.
ყველაფერი ეს რაზე მიუთითებს – დასავლეთი გააგრძელებს თუ არა გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის დახმარებას?
– ევროპა ახლა გარდამავალ პერიოდშია. წინა პერიოდში ევროპას შემცირებული ჰქონდა სამხედრო ხარჯები, რის ხარჯზე შეძლო ცხოვრების დონისა და სოციალური შეღავათების გაზრდა. ახლა გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპას მოუწევს მილიტარიზაციის პროცესზე გადასვლა. ევროპელი ამომრჩეველი ამისთვის მზად არ არის. ევროპის ქვეყნებსაც არ შეუძლიათ ამ პროცესის ერთდროულად დაწყება.
ევროპისთვის გრძელვადიანი ამოცანა იქნება თავდაცვისთვის დიდ ხარჯებზე გადასვლა. ეს რომ უმტკივნეულოდ განხორციელდეს, ევროპელების მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს. ევროპელები 30 წელია შეეჩვივნენ მშვიდობიან ცხოვრებას, იმას რომ მათ არ ემუქრება „ბოროტების იმპერია“. ამიტომაცაა, რომ ევროპაში გარკვეული ძალები ამ პროცესს და უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენას ეწინააღმდეგებიან კიდეც.
ევროპისთვის გრძელვადიანი ამოცანა იქნება თავდაცვისთვის დიდ ხარჯებზე გადასვლა. ეს რომ უმტკივნეულოდ განხორციელდეს, ევროპელების მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს. ევროპელები 30 წელია შეეჩვივნენ მშვიდობიან ცხოვრებას, იმას რომ მათ არ ემუქრება „ბოროტების იმპერია“. ამიტომაცაა, რომ ევროპაში გარკვეული ძალები ამ პროცესს და უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენას ეწინააღმდეგებიან კიდეც
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პრეზიდენტ ბაიდენის ტაქტიკა ასეთი იყო – რუსეთი ეკონომიკურად ომს დიდხანს ვერ გაუძლებს, დიდი ხარჯები არ დასჭირდება იმას, რომ უკრაინასთან ომში რუსეთი დამარცხდეს.
შემდეგ რუსეთმა ეს თეზისი პირიქით აქცია მის იარაღად. პუტინმა თქვა, რუსეთს შეუძლია იმდენ ხანს იომოს, რამდენი ხანიც დასჭირდება უკრაინის დამარცხებას. პუტინის მტკიცებით, გრძელვადიან ომში რუსეთი უკრაინასთან ომს მოიგებს. ამგვარი მიდგომა უფრო რუსეთის მიერ წარმოებული საინფორმაციო ომის ნაწილია, ვიდრე რეალობა.
პუტინის მტკიცებით, გრძელვადიან ომში რუსეთი უკრაინასთან ომს მოიგებს. ამგვარი მიდგომა უფრო რუსეთის მიერ წარმოებული საინფორმაციო ომის ნაწილია, ვიდრე რეალობა
დასავლეთის ქვეყნებს რუსეთთან შედარებით მეტი რესურსები აქვთ. დასავლეთი აკონტროლებს მსოფლიოს საფინანსო სისტემას, მსოფლიო ვაჭრობას, ტექნოლოგიებსა და ფულის ემისიას. დოლარი და ევრო დასავლეთის ხელშია. უკრაინა-რუსეთის ომში გრძელვადიან პერსპექტივაში უპირატესობა უკრაინა-რუსეთის ომში დასავლეთის მხარესაა.
– ამას წინათ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ „უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის გეგმები არ შეცვლილა,“ „დასავლეთს მოუწევს რუსეთთან მოლაპარაკება“.
იმ ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, რაც რუსეთში რეალურადაა, პუტინის განცხადებები უფრო მისივე წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აღიქმება. იგი ამჯერად, კენჭს არა პარტია „ერთიანი რუსეთის“, არამედ დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.
რა უნდა ვიფიქროთ, პუტინის ეს განცხადებები მისივე წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, თუ რუსეთს მართლაც შეუძლია უკრაინასთან ომში მობილიზება გაუკეთოს თავის რესურსებს და გამარჯვებაზე ისაუბროს?
– რა თქმა უნდა, პუტინის ეს განცხადებები პოპულიზმია. საერთოდ, ავტორიტარული სახელმწიფოები ხშირად მიმართავენ პოპულიზმს. ასეთ ქვეყნებში „საარჩევნო კამპანიებში“ პოპულიზმი მუდმივადაა.
დასავლურ პრესაში ახლა ხშირად საუბრობენ მსოფლიო პოლიტიკაში ახალ ცეზარიზსა და ბონაპარტიზმის პრობლემაზე. აქ იგულისხმება ტრამპი, ორბანი, ერდოღანი, პუტინი, მადურო და ასე შემდეგ. საუბარია იმაზე, რომ პოპულისტები გაძლიერდნენ.
ეს უკავშირდება ახალი საშუალებების ძალიან სწრაფ განვითარებას. იგულისხმება ინსტაგრამი, ტიკ-ტოკი და ასე შემდეგ. ახალი ტექნოლოგიების საშუალებით პოლიტიკა უფრო შოუ გახდა. თუ ადრე იყო პოლიტიკური დებატები სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ღირებულებებზე, ახალმა მედიამ ხელი შეუწყო პოლიტიკური დისკურსის დეგრადაციას. ამით პოპულისტები სარგებლობენ.
ახლა მედიაში ახალ ტექნოლოგიებს პოპულისტი პოლიტიკოსები აქტიურად იყენებენ, რაც მათ კლასიკურ პოლიტიკოსებთან შედარებით „უპირატესობას“ აძლევს
მაგალითად, ტრამპი ახალ მედია საშუალებებს საკმაოდ წარმატებით იყენებს. ტრამპი ამერიკულ პოლიტიკაში ისეთივე ფიგურაა, როგორიც, თავის დროზე რუსეთში ჟირინოვსკი იყო. იმას, რასაც ახლა ტრამპი აკეთებს, 10-15 წლის წინ ამერიკული პოლიტიკური კულტურისთვის დაუშვებელი იყო.
ამას წინათ მან თქვა – „მიგრანტები ამერიკელების სისხლს აფუჭებენო“. ასეთი რამ ამერიკაში დაუშვებელი იყო 10-15 წლის წინ. ახლა აქვს გასავალი. ანუ, პოპულისტების დროა და ისინიც ამ ვითარებას ახალი მედიასაშუალებებით წარმატებით იყენებენ. ახლა მედიაში ახალ ტექნოლოგიებს პოპულისტი პოლიტიკოსები აქტიურად იყენებენ, რაც მათ კლასიკურ პოლიტიკოსებთან შედარებით „უპირატესობას“ აძლევს.
– როგორც ჩანს, რუსული პროპაგანდა გარკვეულ გავლენას ახდენს ამერიკისა და ევროპის ამომრჩეველში. ბევრი თვლის, რომ უკრაინა აგებს ომს რუსეთთან.
ბევრი ამას უკავშირებს დასავლეთში გაჩენილ მოსაზრებას, რომ დასავლეთი დაიღალა უკრაინის მიმართ სოლიდარობით. დროა დასავლეთმა დაიწყოს რუსეთთან მოლაპარაკებები.
ასეა მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნები უკრაინის საკითხში საკმარისად კონსოლიდირებული არიან. ამის კარგი მაგალითია ის, რომ ბრიტანეთის, ნორვეგიისა და თურქეთის ძალისხმევით 2024 წლის ბოლოს უკრაინას შავ ზღვაზე საკმაოდ ძლიერი თანამედროვე სამხედრო ხომალდები ეყოლება, რომლებსაც თურქეთი აშენებს.
დასავლეთის გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში გაჩენილი ამგვარი მიდგომები საბოლოო ჯამში, გრძელვადიან პერსპექტივაში, რამდენად შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთისათვის?
– შეიძლება ითქვას, რომ ეს ვითარება არის კლასიკური პოლიტიკის კრიზისის ერთ-ერთი მხარე. ის ძალები, რომლებიც მხარს უჭერენ ტრამპს, ისინი წარმოადგენენ დიდ ტრანსნაციონალური ბიზნესს, რომლებიც დაინტერესებული და ორიენტირებული არიან მარტო მოგებაზე. ამ ძალებს არ აინტერესებს ვისია ქალაქი ხერსონი, მარიუპოლი, და ასე შემდეგ. მათთვის მთავარია მოგება და ისინი ამ მიდგომით თამაშობენ ამომრჩეველზე, როგორც მომხმარებლის ფსიქოლოგიაზე.
პოპულისტი პოლიტიკოსები და მოგებაზე ორიენტირებული ტრანსნაციონალური კომპანიები ერთმანეთთან ალიანსში არიან
ამის საპირწონედ არის სახელმწიფო პოლიტიკა, რომლის გატარებას ცდილობენ ისინი, ვინც კლასიკური გაგებით პოლიტიკოსები არიან. კლასიკური პოლიტიკის მატარებელ პოლიტიკოსებს პოპულისტების ხელში აღარ გამოსდით ისეთი საგარეო პოლიტიკის გატარება, რომელიც სახელმწიფო ინტერესებშია. ასეა იმიტომ, რომ პოპულისტი პოლიტიკოსები და მოგებაზე ორიენტირებული ტრანსნაციონალური კომპანიები ერთმანეთთან ალიანსში არიან.
– ანუ, სულაც უსაფუძვლოდ არ გამოიყურება პუტინის იმედები?
– რა თქმა უნდა. მაგალითად, ავიღოთ, ილონ მასკი და უკრაინასთან დაკავშირებით მისი სკანდალური გამონათქვამები. ფაქტობრივად, მასკი, როგორც პოლიტიკოსი მოქმედებს. იმიტომ რომ აქვს ძალიან დიდი გავლენა, აქვს ტვიტერი. ტვიტერის კომპანია სახელმწიფოსავითაა იმ სივრცეში, რომელიც მას აქვს შექმნილი.
ასეთი მდიდარი და გავლენიანი ოლიგარქები ცდილობენ ისე ითამაშონ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებში, როგორც სახელმწიფო. შეგახსენებთ, მასკმა უკრაინას რუსეთზე შეტევის დაწყების წინ გაუთიშა თანამგზავრები, რომლებიც უკრაინას ინფორმაციას აწვდიდნენ რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე.
მდიდარი და გავლენიანი ოლიგარქები ცდილობენ ისე ითამაშონ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებში, როგორც სახელმწიფო… ადრე კერძო პირებს, ოლიგარქებს შეეძლოთ ფარულად ემოქმედათ. ახლა ვხედავთ, რომ ისინი პოლიტიკაში ღიად ერევიან
ეს გააკეთა კერძო პირმა. 10-15 წლის წინ ასეთ რამ საერთაშორისო პოლიტიკაში წარმოუდგენელი რამ იყო. ის რაც მასკმა გააკეთა, სახელმწიფოს პრეროგატივაა. ომისა და მშვიდობის საქმე სახელმწიფოს პრეროგატივაა. ახლა ამ საქმეში კერძო პირი ჩაერია. ადრე კერძო პირებს, ოლიგარქებს შეეძლოთ ფარულად ემოქმედათ. ახლა ვხედავთ, რომ ისინი პოლიტიკაში ღიად ერევიან.
– მინდა ჩვენი საუბარი ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების თემებთან დაკავშირებული საკითხებზე მსჯელობით გავაგრძელოთ.
ვხედავთ, რომ აშშ-ში პრეზიდენტობისთვის ბრძოლა ბაიდენსა და ტრამპს შორის კარგა ხანია დაწყებულია. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს სასამართლოებში აქვს საქმეები, იგი საკმაოდ წარმატებით აგრძელებს თავის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიას.
თქვენ როგორ შეაფასებდით 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ბაიდენისა ტრამპის შანსებს?
– ჩემი აზრით, ჯერ არსებობს იმის შანსი, საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში გამოჩნდნენ ახალი პოლიტიკური ფიგურები. ამ თემებზე ამერიკაში დიდი დისკუსიები იმართება. ფაქტია, რომ პოლიტიკური ძალები ეძებენ ახალ პოლიტიკურ ფიგურებს. ყველა ხვდება, რომ ახალ რეალობაში ახალი ლიდერები არიან საჭირო. პრობლემა ბაიდენისა და ტრამპის მხოლოდ ასაკში არაა, რადგან, საუბარია ახალი მიდგომების პოლიტიკოსებზე.
ჯერ არსებობს იმის შანსი, საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში გამოჩნდნენ ახალი პოლიტიკური ფიგურები… ყველა ხვდება, რომ ახალ რეალობაში ახალი ლიდერები არიან საჭირო. პრობლემა ბაიდენისა და ტრამპის მხოლოდ ასაკში არაა, რადგან, საუბარია ახალი მიდგომების პოლიტიკოსებზე
ვიმეორებ, ამის იმედები ჯერჯერობით არის. სხვათა შორის, ამის მოთხოვნილება ამომრჩევლებსაც აქვთ. ამიტომ, ჯერ ნაადრევია მხოლოდ ტრამპისა და ბაიდენის საპრეზიდენტო შანსებზე საუბარი.
– ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „დიდი ფულის ბეჰემოტი“, ძმებ კოხების ორგანიზაცია Americans for Prosperity Action – „ამერიკელების კეთილდღეობისთვის“ ტრამპის კონკურენტს დააფინანსებს.
საუბარია იმაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური“ პარტიიდან შესაძლოა კენჭი იყაროს ნიკი ჰეილმა. რა შანსები აქვს ნიკი ჰეილს „რესპუბლიკურ პარტიაში? ან „დემოკრატებში თუ არის ვინმე, ვისაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ჯო ბაიდენს?
– რაც შეეხება ნიკი ჰეილს, ამერიკული პოლიტიკური კულტურა ძალიან კონსერვატიულია. აშშ-ში არასდროს არ ყოფილა ქალი პრეზიდენტი. ამ თვალსაზრისით, ნიკი ჰეილის შანსები ძალიან მაღალი არაა, რადგან იგი არ მიიჩნევა ძალიან ძლიერ კანდიდატად. რადგან ასეა, ის განიხილება იმ კანდიდატად, რომელმაც ამ მხრივ ამერიკაში შეიძლება სიტუაცია შეცვალოს.
მაგრამ, ნიკი ჰეილს შეუძლია პრობლემები შეუქმნას ტრამპს და წაართვას ხმები. ორგანიზაცია Americans for Prosperity Action-დან ახლა დარჩენილია ერთი ძმა, ჩარლ კოხი, რომელსაც ტრამპთან დიდი კონფლიქტი აქვს. მისი მზიანია არ დაუშვას ტრამპის გაპრეზიდენტება.
ნიკი ჰეილს შეუძლია პრობლემები შეუქმნას ტრამპს და წაართვას ხმები. ორგანიზაცია Americans for Prosperity Action-დან ახლა დარჩენილია ერთი ძმა, ჩარლ კოხი, რომელსაც ტრამპთან დიდი კონფლიქტი აქვს. მისი მზიანია არ დაუშვას ტრამპის გაპრეზიდენტება
რაც შეეხება დემოკრატებს. „დემოკრატებს“ ჰყავთ ერთი ფიგურა, კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ჰიუსომი. იგი 1967 წელსაა დაბადებული. დიდი პოლიტიკისთვის ახალგაზრდად ითვლება. მისი კანდიდატურა განიხილება, მაგრამ, ჯერჯერობით, ითვლება, რომ გევინ ჰიუსომი, „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება 2028 წლის არჩევნებზე.
საუბრობენ იმაზეც, რომ განიხილება ის გახდეს ბაიდენის პრეზიდენტობის შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტი. ვარაუდობენ, რომ თუ კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ჰიუსომი იქნა ბაიდენის გუნდის წევრი და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, იგი გააძლიერებს ბაიდენის პოზიციებს საპრეზიდენტო არჩევნებზე.
ვარაუდობენ, რომ თუ კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ჰიუსომი იქნა ბაიდენის გუნდის წევრი და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, იგი გააძლიერებს ბაიდენის პოზიციებს საპრეზიდენტო არჩევნებზე
„დემოკრატების“ კიდევ ერთი კანდიდატმა, ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმა, შესაძლოა ბაიდენს წაართვას ხმები, მაგრამ არჩევნები ვერ მოიგოს, რადგან პოპულარობა აკლია. თან ბაიდენის გაპრეზიდენტების შემთხვევაში თუ ბაიდენს რამე მოუვიდა აშშ-ს პრეზიდენტი გახდება გევინ ჰიუსომი. თვლიან, რომ გევინ ჰიუსომის პრეზიდენტობა ამერიკისთვის ცუდი ვარიანტი არ იქნება.
თან, ამგვარი რამ აშშ-ს ისტორიაში მომხდარა. ფრანკლინ რუზველტის გარდაცვალების შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტი ვიცე-პრეზიდენტი ტრუმენი გახდა.
– ტრამპი თავის ვიცე-პრეზიდენტად ვის ასახელებს?
– ტრამპს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია. იგი ცდილობს გაერკვეს, ვისი დასახელება მოუტანს მას მეტ ხმებს. იგი ვიცე-პრეზიდენტად ხან ერთს ასახელებს, ხან მეორეს, მაგრამ შემდეგ იკვლევენ მათ რეიტინგებს, რომ შემდეგ ეს საკითხი პარტიაში პრაიმერებით გაარკვიონ.
– 2023 წელი სრულდება და წინ საკმაოდ მძიმე და ძნელი 2024 წელი გველის. ბევრი თვლის რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებამდე წინსვლა ექნება უკრაინას უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე. უკრაინის თემა იქნება ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი.
გაქვთ იმედი, რომ ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე უკრაინას წარმატებები ექნება უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე?
– რაც შეეხება ბრძოლის ველზე პროგნოზებს. სამხედრო ექსპერტებიც ძალიან ხშირად ცდებიან. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ომში ძალიან ბევრი მოულოდნელი ფაქტორი მოქმედებს. თუ როგორ წარიმართება უკრაინა-რუსეთის ომი, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მდგომარეობაში იქნება რუსეთის ეკონომიკაში.
ამას წინათ ამერიკაში ერთ-ერთი წამყვანი პოლიტოლოგის ფარიდ ზაქარიას საინტერესო სტატიას გავეცანი.
ამ სტატიის მოკლე შინაარსი ასეთია – დღეისათვის დასავლეთს სხვა ქვეყნებთან, კერძოდ, რუსეთთან და ჩინეთთან მიმართებაში აქვს ისეთი უპირატესობა, რომელიც მას ისტორიაში არ ჰქონია. აშშ-ს ეკონომიკა საკმაოდ კარგი მდგომარეობაშია. აშშ რჩება ეკონომიკაში მსოფლიო ლიდერად. აშშ-ს სამხედრო ძალის თვალსაზრისითაც დღეს მსოფლიო ლიდერია. ჩინეთში ეკონომიკა შენელებულია. ეკონომიკური პრობლემების გამო ჩინეთის ეკონომიკური მდგომარეობა კარგი არაა. რუსეთის ეკონომიკა კრიზისშია და ასე შემდეგ.
დღეისათვის დასავლეთს სხვა ქვეყნებთან, კერძოდ რუსეთთან და ჩინეთთან მიმართებაში აქვს ისეთი უპირატესობა, რომელიც მას ისტორიაში არ ჰქონია. აშშ-ს ეკონომიკა საკმაოდ კარგი მდგომარეობაშია. აშშ რჩება ეკონომიკაში მსოფლიო ლიდერად. აშშ-ს სამხედრო ძალის თვალსაზრისითაც დღეს მსოფლიო ლიდერია. ჩინეთში ეკონომიკა შენელებულია. ეკონომიკური პრობლემების გამო ჩინეთის ეკონომიკური მდგომარეობა კარგი არაა. რუსეთის ეკონომიკა კრიზისშია
ზაქარია ამბობს, რომ დასავლეთი ჯერჯერობით რუსეთის წინააღმდეგ არ იყენებს თავის შესაძლებლობებს, რესურსებს და რუსეთთან მიმართებაში თავის უპირატესობას. გრძელვადიან პერსპექტივაში დასავლეთის ეკონომიკური უპირატესობა რუსეთთან, უკრაინა-რუსეთის ომზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. 2024 წლის ბოლოსთვის უკრაინა-რუსეთის ომში მთავარი იქნება ეკონომიკური ფაქტორი და არა სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობა.
გრძელვადიან პერსპექტივაში დასავლეთის ეკონომიკური უპირატესობა რუსეთთან, უკრაინა-რუსეთის ომზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. 2024 წლის ბოლოსთვის უკრაინა-რუსეთის ომში მთავარი იქნება ეკონომიკური ფაქტორი და არა სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობა
დასავლეთისთვის უკრაინისთვის დახმარების საკითხი არ არის პრობლემა. არც აშშ-ში და არც ევროპაში უკრაინის დახმარებისთვის ფული პრობლემა არ არის. პრობლემაა პოლიტიკურმა ძალებს შორის მოხდეს შეთანხმება და ინტერესების თანხვედრა. ჯერჯერობით, პოლიტიკოსები არ არიან შეთანხმებული რუსეთთან მიმართებაში მოქმედების გეგმებში.
აშშ-თვის 60 მილიარდი აშშ დოლარი, ისეთი თანხა რაა, რომ მისი გამოყოფა პრობლემა იყოს უკრაინისთვის და ამან ამერიკის ეკონომიკაში კრიზისი გამოიწვიოს.
– ზოგჯერ რჩება შთაბეჭდილება, რომ უკრაინის თემაზე აშშ და რუსეთის რაღაც ფორმით შეთანხმებული არიან, მაგრამ, შემდეგ სულ სხვაგვარი სურათი ყალიბდება.
გასაგებია, რომ რუსული პროპაგანდა ძალიან ცდილობს გააჩინოს ამგვარი აღქმა და განცდა, რომ აშშ-ს არ უნდა ომში რუსეთის დამარცხება.
მაგრამ, ასე რომაა, რეალურად, არც ჩანს…
– უკრაინის საკითხზე აშშ-სა და რუსეთს, ევროპასა და რუსეთს შორის შეთანხმების არსებობის რეალური ბაზა არ არსებობს.
უკრაინის საკითხზე სიტუაცია ჩიხშია შესული, რადგან უკრაინის თემაზე აშშ-სა და რუსეთს, ევროპასა და რუსეთს შორის მშვიდობიანი პლატფორმის შესაძლებლობა არ არსებობს. ვიდრე სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ნიადაგი არ გამოჩნდება, ასეთი ვითარება იქნება
რა თქმა უნდა, მხარეებს შორის მოლაპარაკებები, კონსულტაციები სხვადასხვა დიპლომატიური არხებით მიმდინარეობს. ეს არის დიპლომატიური პროცესი და იგი უნდა იყოს კიდეც. თუ მხარეებს შორის კონსულტაციები და მოლაპარაკებები არ იმართება, ასეთი ვითარება ძალიან სახიფათო ვითარებას შექმნიდა.
კარგია, როცა იცი მეტოქეს რა განზრახვები აქვს და რაზე შეიძლება წავიდეს ამა თუ იმ ვითარებაში. უკრაინის საკითხზე სიტუაცია ჩიხშია შესული, რადგან უკრაინის თემაზე აშშ-სა და რუსეთს, ევროპასა და რუსეთს შორის მშვიდობიანი პლატფორმის შესაძლებლობა არ არსებობს. ვიდრე სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ნიადაგი არ გამოჩნდება, ასეთი ვითარება იქნება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – პრეზიდენტის შემოთავაზებული კონცეფცია, ერთადერთი სწორი გზაა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად – “ქართულ ოცნებასაც” კი აძლევს საშუალებას და ბოლო შანსს, სწორი ნაბიჯი გადადგას – ჩვენ მხარს ვუჭერთ