ავთანდილ კენჭაძემ რუსეთის წარმომადგენელს დამაჯერებლად სძლია და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]

ტირანაში თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ავთანდილ კენჭაძემ (79 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა და 5-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი ჰყავს.
კენჭაძემ ფინალამდე იბრაჰიმ იაპრაკი (თურქეთი) 11:0, კოტა ტაკაჰაში (იაპონია) 12:1, დაულეტ ერგეში (ყაზახეთი) 10:0 და მოჰამად ნოხოდილარიმი (ირანი) 14:5 დაამარცხა, გადამწყვეტ ბრძოლაში კი მაგომედ მაგომაევს () 13:4 სძლია.
მირიან მაისურაძე (92 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ოლიმპიადის გამო მსოფლიოს ჩემპიონატი მხოლოდ ოთხ არაოლიმპიურ წონით კატეგორიაში ჩატარდა და საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.