ავთანდილ თალაკვაძის ხელფასი ₾6 000-ს გადააჭარბებს | ოზურგეთში ხელფასები გაიზარდეს

ოზურგეთის მუნიციპალურმა საკრებულომ დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე, ოზურგეთის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის მიხედვით, ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს ყოველთვიური ხელფასები 10%-ით გაეზარდათ.
მაგალითისთვის, ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის ხელფასმა 6 000 ლარს გადააჭარბა, ისევე როგორც საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას ხელფასის ოდენობამ.
სხდომა ოპოზიციისა და უმრავლესობის დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა. ხელფასის მატებას ოპოზიცია აპროტესტებდა, მოგვიანებით მათ სხდომათა დარბაზი დატოვეს და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ასევე დაგაინტერესებთ