ავთანდილ თალაკვაძე ერთ-ერთ მედიაში გასულ სიუჟეტზე გიორგი გოგოტიშვილის შესახებ: ეს არის დეზინფორმაცია და საქმეზე პოლიტიკური სარჩულის გამოკერების მცდელობა

სასამართლო ხელისუფლება თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი და ხელშეუხებელია, ამის თვალსაჩინოებაა თავად სიუჟეტში მოყვანილი ფაქტი, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ოზურგეთში, გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, ხოლო შემდგომმა ინსტანციამ განსხვავებულად იმსჯელა. – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, “მთავარი არხის” სიუჟეტს, გიორგი გოგოტიშვილისათვის სააპელაციო სასამართლოს მიერ 9 წლიანი პატიმრობის შეფარდების თაობაზე.
თალაკვაძის თქმით, “მთავარი არხი” ტრადიციულად ვარაუდებით და ჭორებით აკეთებს ფაბრიკაციას და ცდილობს საქმეზე პოლიტიკური სარჩულის გამოკერებას.
“მედიის და ჟურნალისტური პროფესიის სირცხვილია ასეთი უნიჭო ყვითელი პასკვილები, რისი მაგალითიც გუშინ ვნახეთ. რამდენი პოლიტიკურად აქტიური ახალგაზრდაა ოზურგეთში? რამდენი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანია ოზურგეთში? რომელი ოჯახი გამოვა და იტყვის, რომ მათი შვილის კონსტიტუციური უფლება რამენაირად დაირღვა და შეიზღუდა ამის გამო, რომ ამის გამო დააპატიმრეს ან ვინმემ აიძულა გაჩუმებულიყვნენ? “მთავარი არხი” ტრადიციულად რაღაც ვარაუდებით და ჭორებით აკეთებს უსინდისო ფაბრიკაციას და ამისთვის არც მშობლების, არც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანის გამოყენებას არ ერიდება. სასამართლო ხელისუფლება თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი და ხელშეუხებელია, ამის თვალსაჩინოებაა თავად სიუჟეტში მოყვანილი ფაქტი, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ოზურგეთში, გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, ხოლო შემდგომმა ინსტანციამ განსხვავებულად იმსჯელა. რა შუაშია საერთოდ ამ საქმესთან ოზურგეთის თვითმმართველობა და მერი, ან პოლიტიკური დატვირთვა? ცხადია, ეს არის დეზინფორმაცია და საქმეზე პოლიტიკური სარჩულის გამოკერების მცდელობა,” – წერს ავთანდილ თალაკვაძე Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

რადიკალიზმის და მათი დამფინანსებლების წინააღმდეგ კანონი მუშაობს, როგორც ეს მიღებულია ჩვენს “სანატრელ ევროპაში” – ეს ის არასამთავრობოები არიან, ვინც ფინანსების გამჭირვალობას მალავს და აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს არეულობის, ძალადობრივი ქმედებებისა და რევოლუციისათვის

ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძეზე: ადამიანს, რომელთანაც აქვთ კითხვები, რომელზეც აქვთ ზეწოლა, უპირებენ ელჩობას?! კაცს ავიწროებდნენ და თავისუფლად გადიოდა [საზღვრებს გარეთ]- ლოგიკაში ჯდება?!