ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე ახალი პროექტებისა და ინიციატივების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ოზურგეთის განახლებას ეხება.

ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე ახალი პროექტებისა და ინიციატივების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ოზურგეთის განახლებას ეხება.
ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე ახალი პროექტებისა და ინიციატივების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ოზურგეთის განახლებას ეხება.
მისი თქმით, ოზურგეთის მერია გზების პროექტირებას ყველა სოფელში ეტაპობრივად გააგრძელებს.
“გაგაცნობთ სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებისთვის მიმდინარე სამუშაოებს. ამჟამად მიმდინარეობს ჯამში 17 კილომეტრზე მეტი სიგრძის საგზაო მონაკვეთების პროექტირება შემდეგ ლოკაციებზე: სოფელ შემოქმედის შიდა სასოფლო გზების (მე-13, მე-15, 26-ე ქუჩები) რეაბილიტაცია – 2 კილომეტრი; სოფელ ძიმითის შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია – 2.8 კილომეტრი; სოფელი ბახვის (მშვიდობაური) და სოფელი ნაგომარის დამაკავშირებელი გზა – 8 კილომეტრი; დაბა ნარუჯაში მე-5 ქუჩის და მე-6 რაიონში შიდა გზების რეაბილიტაცია – 3.2 კილომეტრი; სოფელ ცხემლისხიდში 1-ლი და მე-7 ქუჩების რეაბილიტაცია – 1.300 კილომეტრი.
ოზურგეთის მერმა, „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შესრულებულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება.
“2024 წლის სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ვაკეთებთ სოფლებში კრიტიკული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. პირველ ეტაპზე ოზურგეთში ბეტონის საფარით დაიგო 4 600 მეტრი-სიგრძის საგზაო მონაკვეთები, შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: დაბა ურეკი, დაბა ლაითური, დაბა ნასაკირალი, ნატანები, ძიმითი, ასკანა, ცხემლისხიდი, ნაგომარი. მიმდინარეობს სოფელ შრომაში 900 მ სიგრძის მონაკვეთზე ბეტონის საფარით გზის მოწყობა, ხოლო სოფელ ლიხაურში 1 100 მ სიგრძის საგზაო მონაკვეთის მოწყობა,“- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ყაზბეგის მერობის კანდიდატი კობა გელაძე: განსახორციელებელი პროექტების გეგმა იქნება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათთან უშუალო კავშირი გვექნება როგორც პროექტის მომზადების, ისე განხორციელების დროს

კაპიტონ ჟორჟოლიანი- მხოლოდ დაბაში 800-ზე მეტი საოჯახო სასტუმროა. ბოლო პერიოდში ისეთი გზები გაკეთდა, რაც აქამდე არ ყოფილა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გზის შეყვანა ყველა სოფელში, რომ ჩვენს მოსახლეობას გადაადგილება გაუადვილდეს