“ავერსი”, “პსპ” და “მერმისი” კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ | ასოციაცია

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ ოთხი კომპანიის დაჯარიმებას ეხმაურება და ამბობს, რომ ასოციაციის წევრები (“ავერსი,” “პსპ” და “მერმისი”) აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ასოციაციის თქმით, აღნიშნული კომპანიები მოკვლევის შედეგებს არ ეთანხმებიან.
“ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის წევრი კომპანიები ავერსი, პსპ და მერმისი ცალსახად არ ეთანხმებიან აღნიშნული მოკვლევის შედეგებს და ყველა მათგანი ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს სასამართლოში. იმედს ვიტოვებთ, სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ყველა კომპანია შეძლებს სიმართლის დამტკიცებას. ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუცხადებთ, რომ ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებული ყველა კომპანია ოპერირებს კანონით განსაზღვრულ ჩარჩოში და მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობის მაღალი ხარისხისა და უსაფრთხო ფარმაცევტული პროდუქტით, მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად, უზრუნველყოფას”, – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.
ასევე ნახეთ:
· 4 სააფთიაქო ქსელი ჯამში 53 მილიონი ლარით დაჯარიმდა | კონკურენციის სააგენტო
· დაფიქსირდა 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატები | სამინისტროს განცხადება ფარმაცევტული კომპანიების დაჯარიმებაზე