ავდეევკის მიმართულებაზე დაიღუპა “შავი არწივის” მებრძოლი სოსო გუგუტაშვილი

უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეთა ქვედანაყოფი „შავი არწივი“ იტყობინება, რომ ავდეევკის მიმართულებაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაიღუპა მისი მებრძოლი სოსო გუგუტაშვილი.
„ავდეევკის მიმართულებაზე საბძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა ქვედანაყოფი შავი არწივის მებრძოლი სოსო გუგუტაშვილი, ქვედანაყოფი შავი არწივი ოჯახს უსამძიმრებს ამ დიდი დანაკარგს.
ბრძოლა გრძელდება სისხლის ბოლო წვეთამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე!!!!“ – წერს ქვედანაყოფი ფეისბუკში გამოქვეყნებულ პოსტში.
ში ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს. პირველივე დღეებიდან უკრაინაში მრავალი ქართველი მოხალისე იბრძვის. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მათი რაოდენობა 1500-მდეა. მათი დიდი ნაწილი, ძირითადად, ოთხი ქვედანაყოფის – „ქართული ლეგიონის“, „კავკასიის ლეგიონის“, „ქვედანაყოფ თბილისისა“ და „შავი არწივის“ რიგებში ასრულებენ საბრძოლო დავალებებს. დღემდე ამ საომარ ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე შარაშენიძე – ირანი ცდილობს, თავი ისლამური სამყაროს ლიდერად წარმოაჩინოს, რომელიც რაღაცას მაინც აკეთებს რეგიონში ისრაელის წინააღმდეგ – არავინ არის დაინტერესებული ახალი კატასტროფული კონფლიქტით