„ავგიას თავლას” თანამედროვე რეინკარნაცია

USAID-ს „ავგიას თავლას“ და ტრამპს ჰერაკლედ მოიხსენიებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ წარმოებული პოლიტიკის მთავარი სამიზნე, როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ავგიასია („deep state”). დასკვნის სახით კი, ქართველიშვილი წერს, რომ საბოლოოდ, „ჰერაკლე”-ტრამპმა დაამარცხა „ლიბერალი” ავგიასი.
„USAID, როგორც „ავგიას თავლას” თანამედროვე რეინკარნაცია: ავგიასი (“deep state”) ფლობდა უზარმაზარ ფარებს, ხოლო მისი „ლიბერალური” თავლები 30 წელზე მეტ ხანს გაუსუფთავებელი იყო. ამ დროის განმავლობაში იქ იმდენი განავალი და ჭუჭყი დაგროვდა, რომ ბევრს მათი გაწმენდა შეუძლებლად მიაჩნდა.
თითქოსდა შეუსრულებელ მისიას – თავლების გაწმენდას ერთ დღეში, „ჰერაკლე”-ტრამპი შეუდგა, რომელმაც გონიერება გამოიჩინა და საქმეს ხელით შესრულებას არ შეუდგა. მან გათხარა არხები და ორი მდინარის — ალფეოსისა (facebook) და პენეოსის (X) წყლები თავლებისკენ მიმართა. „საინფორმაციო წყლის” ძლიერმა ნაკადებმა საათებში გაწმინდა თავლები.
„შეუსრულებელი მისიის” წარმატებით დასრულების შემდეგ, ავგიასმა ჰერაკლე-“ტრამპის” ჯეროვნად დაფასებაზე უარი განაცხადა იმ საბაბით, რომ „ჰერაკლემ” წარმატებას მდინარეების დახმარებით მიაღწია და არა საკუთარი ძალით. საბოლოოდ, „ჰერაკლე”-ტრამპმა დაამარცხა „ლიბერალი” ავგიასი ბრძოლაში და ელიდაში (-ში) მმართველობა მის „კონსერვატორ” შვილს გადასცა,” – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვერავის მივცემთ სიძულვილის კამპანიების დაფინანსების საშუალებას, არ შეიძლება, ვიღაცამ გარედან თავს მოგვახვიოს სიძულვილი საზოგადოებაში, პირიქით, ჩვენ გვჭირდება ქართული საზოგადოების გაერთიანება

EPC-ის სამიტის ფარგლებში, მე მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების შესაძლებლობა, განვიხილეთ საქართველოსა და მისი შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი თემები, მრგვალი მაგიდის ფორმატში ხაზი გავუსვი, რომ არის გარკვეული უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს