გამოძიების ვერსიით, მათ შემუშავებული ჰქონდათ „თაღლითური სქემა“ სადაზღვევო კომპანიებისგან და ავტომობილების მძღოლებისგან, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, დიდი ოდენობით თანხის მისაღებას.
კერძოდ, ბრალდების თანახმად, ისინი:
· სპეციალურად ქმნიდნენ „ავტოსაგზაო შეჯახებების პროვოცირებას“ საკუთარი მანქანებით, წინასწარ შერჩეულ ადგილებში,
· ამას აკეთებდნენ ისე, რომ „დაზარალებულ მხარედ თავად წარმოჩენილიყვნენ“,
· შემდეგ ავარიაში მონაწილე მძღოლებისგან და სადაზღვევო კომპანიებისგან დიდი ოდენობით თანხებს ითხოვდნენ და იღებდნენ.
პოლიცია აცხადებს, რომ ორივე მათგანი დააკავეს რუსთავში – „მატერიალური სარგებლის მიღების განზრახვით განხორციელებული შეჯახებისას“.
შსს-ის თანახმადვე, დაკავებულებმა ასეთი „რამდენიმე ათეული ავტოსაგზაო შემთხვევა“ დადგეს.
პოლიცია აცხადებს, რომ გამოძიება გრძელდება, მათ შორის „სქემაში ჩართული სხვა შესაძლო პირების დადგენის“ მიზნით.
დაკავებულებს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ფორუმი



