ავარია სოფელ კოდაში – ქალი მანქანაში დაიწვა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ კოდაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მანქანა აალდა და ქალი დაიღუპა.