ავარიას „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი ემსხვერპლა

გუშინ, 14 ოქტომბერს, კახეთში მომხდარ ავარიას „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი ელენე მეგრელიშვილი ემსხვერპლა.
კოალიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი ანა ქართლელიშვილი მძიმედ დაშავდა.
„გვაქვს უმძიმესი დღეები, კოალიციას და სამეგობროს, ყველას ვინც იცნობდა ჩვენს ორ თანამებრძოლს, ელენეს და ანას. გუშინ კახეთში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დავკარგეთ ღიმილით, ხალისითა და სიცოცხლით სავსე ელენე, რომელიც ცვლილებისთვის, ამ ქვეყნის უკეთესობისთვის იბრძოდა დაუღალავად.
გვიჭირს დაჯერება და გააზრება, რომ ანა ქართლელიშვილი ამ წუთებში,სიცოცხლისთვის იბრძვის… ამ ჭირში ახლა გამაგრება, ერთად და მყარად დგომა, გლოვა და თან ბრძოლა გვმართებს, ურთულესია ეს ყველაფერი“, – წერს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი Facebook-ზე.
როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მ განაცხადა, მომხდარის გამო ბათუმში დაგეგმილი ღონისძიება გაუქმდა.