ავანტურისტმა სააკაშვილმა შეძლო ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვა, ოკუპანტებისთვის სტრატეგიული ობიექტების გადაცემა და ჩვენი ტერიტორიების 20 %-ის რუსეთისათვის ხონჩით მირთმევა – ლევან ნიკოლეიშვილი

“ვარდების რევოლუციის ზეიმი? შესაძლოა ზეიმი ნამდვილად ყოფილიყო ამ ვარდებს ძალიან დიდი ეკლები რომ არ ჰქონოდათ!” – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ს საამაყო არაფერი აქვს, მისი მთავარი შემოქმედი კი მონანიების ნაცვლად, სგა შეწყალებას ითხოვს.
“ვარდების რევოლუციის ზეიმი? შესაძლოა ზეიმი ნამდვილად ყოფილიყო ამ ვარდებს ძალიან დიდი ეკლები რომ არ ჰქონოდათ! ეს ეკლები კი პარალელურად ძალიან შხამიანი აღმოჩნდა, ვისაც არ გახსოვთ ან არ გინდათ გახსოვდეთ, ისევ შეგახსენებთ: ამ რევოლუციის შედეგად მოსულმა ხელისუფლების ლიდერმა, ავანტურისტმა სააკაშვილმა შესძლო ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვა, წაგებული ომის შემდეგ რუსი ოკუპანტებისთვის სტრატეგიული ობიექტების გადაცემა, დაკარგული სოფლებისთვის ქვა-ღორღის დარქმევა და რაც მთავარია 2008 წელს ჩვენი ტერიტორიების 20% სათვის ხონჩით მირთმევა. ისტორიას ვერ წაშლი, ის თავისი ფაქტებით სიმართლეს გვამცნობს, სიმართლე კი ის გახლავთ, რომ “ვარდების რევოლუციას” საამაყო დიდად არაფერი აქვს, მის მთავარ შემოქმედს სააკაშვილს კი ისევ მოსანანიებელი აქვს…თუმცა ამის მაგივრად სალომე ზურაბიშვილი ევედრება შეწყალებას,” – წერს ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც პატიმარი უკვე გარდაცვალებასთან ახლოს იყო, არ აწყობდათ სტატისტიკაში ასახულიყო და “დემოკრატიის შუქურად” შერაცხილ სააკაშვილს ციხეში ჰქონოდა მაღალი სიკვდილიანობა, ამიტომ, ოჯახს ეუბნებოდნენ, რომ გათავისუფლებულია და წაიყვანე – ის ადამიანი იღუპებოდა თავის საცხოვრებელ ადგილას და არ ეთვლებოდა ციხეს, ამას ერქვა “სიკვდილის ექსპორტი”

პროგრესული ლიბერალების დიდი ნაწილი მსოფლიოს საკუთარ ნავსაყუდელად აღიქვამს. მათთვის სახელმწიფოებრიობის გაუქმება არა ტრაგედია, არამედ სასიხარულოა, რადგან რეალურად მონობას და სხვის მორჩილებას სიხარულით დათანხმდებიან – რასაც დღესაც წარმატებით აკეთებენ

დღეს “დიფ სთეითი” მთელს მსოფლიოში განსაკუთრებით აქტიურ ქმედებებზეა გადასული, სწორედ ამ დიდი გეგმის მცირე ნაწილია ტრამპისა და მასკის დაპირისპირება, რომელშიც საზოგადოებას უნდა დარჩეს ერთადერთი განცდა – მასკი არის მართალი, ხოლო მისი იდეები ჭეშმარიტი