“ავადმყოფობის მითიდან გადაეშვა რადიკალიზმის მორევში” – პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა:
,,მისი სამართლიანი პატიმრობა და კლინიკაში სასჯელის მოხდის პერიოდი სავსე იყო პირდაპირი და დაუსაბუთებელი ბრალდებებით და ჭორებით. ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი მოწამლეს და სიკვდილის პირას იყო. როდესაც ამ პრიმიტიულმა ტყუილმა არ გაჭრა, სააკაშვილმა სასწრაფოდ დაივიწყა ავადმყოფობის მითი და „გამოჯანმრთელებული“ პირდაპირ გადაეშვა რადიკალიზაციის მორევში. მოგვიანებით, უცხოელი აგენტების ამერიკული რეესტრის მეშვეობით გაირკვა და მთელმა ქვეყანამ დაინახა, რომ ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციების, ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის, მსოფლიო პრესასა და ტელევიზიებში გამოქვეყნებული სტატიებისა და ინტერვიუების უკან ლობისტებისთვის გადახდილი მილიონობით დოლარი იდგა და დგას. სამწუხაროდ, ისევ და ისევ, სააკაშვილის დეზინფორმაციას თან ახლდა არასამთავრობო სექტორის ნაწილის და ზოგიერთი უცხოელი აქტორის სამარცხვინო მხარდაჭერა. ტყუილი მალე გამოაშკარავდა. ყველამ კარგად დაინახა, სად დგას სიმართლე. თუმცა აქაც, სამწუხაროდ, ბევრს ქვეყნის შიგნით და გარეთ მაინც დარჩა უარყოფითი განცდა, აღქმა, შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლება რაღაცას არასწორად აკეთებს. სწორედ დეზინფორმაციის შედეგია ეს უარყოფითი აღქმა, როგორც ეს იყო ს ვითომდა გაყალბების და სანქციების ვითომდა გვერდის ავლის შემთხვევებში.”