ავიაკომპანია Wizz Air ათენში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩარტერულ რეისს შეასრულებს, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ამაღამ განხორციელდება.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ავიაკომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაციით ჩარტერული რეისი ათენიდან ქუთაისში 00:30 საათზე დაეშვება.
„რეისი სპეციალურად ორგანიზებულია ათენში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნების მიზნით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.




