ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორმა კომპანია „აგროსფერომ“ მომხმარებლებს ბიოსასუქებისა და ბიოსტიმულანტების მწარმოებელი ესპანური კომპანიის, „ათენსის“ პროდუქტები – აეგის სიმ ირიგა და კონდორ შილდი წარუდგინა. უნიკალური ტექნოლოგიით დამზადებული ეს საშუალებები განსაკუთრებულად მაღალი ეფექტურობითა და სწრაფი მოქმედებით გამოირჩევა და, რაც მთავარია, უსაფრთხოა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამიტომ, ისინი აქტიურად გამოიყენება ბიომეურნეობებში.
„ათენსის“ პროდუქტები ქართულ ბაზარზე სიახლეს წარმოადგენს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, გაგაცნოთ აეგის სიმ ირიგასა და კონდორ შილდის მოქმედების სპეციფიკა, ასევე, მათი მახასიათებლები და უპირატესობები.
რა არის აეგის სიმ ირიგა?
ბიოლოგიური პროდუქტი აეგის სიმ ირიგა მიკორიზული სოკოების სპორებისგან შედგება. ის „ათენსის“ სათბურებში, In vivo მეთოდით მზადდება, რაც სპორების მაღალ კონცენტრაციას, სიცოცხლისუნარიანობასა და პათოგენების არარსებობას განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ სხვა მსგავსი ტიპის პროდუქტები ფერმენტაციის გზით მიიღება, რის გამოც ეფექტურობით ბევრად ჩამოუვარდებიან აეგისს.
როგორ მოქმედებს მიკორიზა?
მიკორიზა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მცენარის ფესვებთან სიმბიოზურ ურთიერთობას აყალიბებს. სიმბიოზში ჩართული ორივე ორგანიზმი სარგებელს იღებს – სოკო, რომელიც ფესვზე კოლონიზდება ნიადაგიდან საკვები ნივთიერებებისა და წყლის მოპოვებას უზრუნველყოფს, მცენარე კი სოკოს ფოტოსინთეზის მეშვეობით ნახშირწყლებით ამარაგებს.
აეგის სიმ ირიგას მიერ მცენარესთან ჩამოყალიბებული ამ სიმბიოზის შედეგად:
