სამეგრელოში, ზუგდიდში მდებარე ხის კოტეჯებისა და სახლების საწარმო „კოტეჯები სამეგრელო ჯგუფს“ მიმდინარე წელს კონვეიერული მიმართულების ამოქმედებისთვის, სააგენტოში “აწარმოე საქართველოში” განაცხადი აქვს შეტანილი, თუმცა როგორც ბიზნესის დამფუძნებელმა, გიორგი შამუგიამ BM.GE-სთან ისაუბრა, პროცესები გაჭიანურებულია. მისივე თქმით, ხის კოტეჯების წარმოების ამოქმედებისთვის 40 000 ლარის ინვესტიცია სჭირდება.
როგორც გიორგი შამუგია ამბობს, სააგენტოში შესაბამისი განცხადება ჯერ კიდევ გასულ წელს ჰქონდათ შეტანილი. თუმცა, მისივე თქმით, ადრე თუ “აწარმოე საქართველოში” მოქნილად და სწრაფად მოქმედებდა, ახლა ასე აღარ არის და ბიზნესმენი ვარაუდობს, რომ სააგენტოს შეიძლება ფინანსური პრობლემებიც ჰქონდეს.
“შენობის მოწყობისთვის სენდვიჩ პანელები გვინდა, რომ კონვეიერული წარმოება დაიწყოს. შესაბამისად, შენობის მოსაწყობ ინვესტიციას სააგენტოსგან ველოდებით.