,,ადრე მეგონა, რომ აქაური აგენტურა აწვდიდა ევროპელ ბიუროკრატ ჩინოვნიკებს მოგონილ ამბებს” – დიტო სამხარაძე

,,ქართული ოცნების” წევრი, დიტო სამხარაძე:
,,ადრე მეგონა, რომ აქაური აგენტურა აწვდიდა ევროპელ ბიუროკრატ ჩინოვნიკებს მოგონილ ამბებს. ახლა დავრწმუნდი, რომ დიფსთეითის კუთვნილებაში მყოფი ევროპელი ბიუროკრატები თხზავენ ტყუილებს საქართველოზე, უგზავნიან აქ მყოფ მონა, მანქურთ ოპოზიციას და ესენი თავიანთი ტელევიზიებით ხალხს ატყუებენ! რაც შეეხება აგენტურულ საქმიანობას, ვალდებულება აქვთ ყველაფერი განახორციელონ, რაც ქართველს გააღიზიანებს და არ მოეწონება, თუმცა ჩვენი ქვეყნის არევას ვერ მოახერხებენ! ვერ დაგვამონებენ! საქართველო უფრო გაძლიერდება, გაამტკიცებს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას! მშვიდობის, კეთილდღეობის გარანტი, ერისკაცი ბატონი ბიძინა ივანიშვილია! ყველაფერი მაგრად იქნება, ჩვენი მტრების გულის გასაგლეჯად”

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად

მიხეილ სააკაშვილი: თქვენ ამბობთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, შეგახსენებთ 2007 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას “ყველაფერს ვიღონებ, სააკაშვილის ფაშიზმის დასამხობად!” არის თუ არა ეს პოლიტიკური განცხადება?