ადრე ვიყავით დამოკიდებული, რომ მიწონებდა თუ არა რომელიმე ევროპარლამენტარი ან ელჩი ჩვენს გადაწყვეტილებას. გაიზარდა ჩვენი საზოგადოება და აბსოლუტურად სხვა რეალობაა საქართველოში

ადრე ვიყავით დამოკიდებული, რომ მიწონებდა თუ არა რომელიმე ევროპარლამენტარი ან ელჩი ჩვენს გადაწყვეტილებას. გაიზარდა ჩვენი საზოგადოება და აბსოლუტურად სხვა რეალობაა საქართველოში
ჩვენი საზოგადოება მიეჩვია ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღებას, რა არის ჩვენთვის კარგი. ჩვენ თვითონ ვფიქრობთ უღირს თუ არ უღირს ჩვენს ქვეყანას რაიმე საკითხი, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ევროკავშირზე საუბრისას.
„ადრე ვიყავით დამოკიდებული, რომ მიწონებდა თუ არა რომელიმე ევროპარლამენტარი ან ელჩი ჩვენს გადაწყვეტილებას. გაიზარდა ჩვენი საზოგადოება და აბსოლუტურად სხვა რეალობაა საქართველოში, აღარ არის ლომჯარიას და გიგაურის დღის წესრიგი ჩვენს ქვეყანაში და კარგად ჩანს ეს ყველაფერი. რადგან იქ ერთი ქსელი და ინსტრუქციაა, სხვას ვერ ეყრდნობიან და იმავე მეთოდებით ცდილობენ ჩვენთან სიტუაციის შეცვლას. ვერ მოხდება ეს ყველაფერი. არაერთხელ დავინახეთ, რომ შეუძლებელია ამის განხორციელება.
ჩვენ ამ ყველაფერში გამოცდილება შევიძინეთ. ვიცით მათი დამოკიდებულება, ვიცით, რომ მაკრონი ხვალ მობრუნდება და ხელს ჩამოართმევს და ახალი ფურცლიდან დაიწყებს. საქართველო და ეს რეგიონი სჭირდება ევროკავშირს და ჩვენ აუცილებლად უნდა განვაახლოთ ურთიერთობები სხვა რაკურსით.
ამიტომ ვართ ასე მყარად, რომ ჩვენი ინტერესებიდან ვმოქმედებთ და ჩვენი საზოგადოება, რომელმაც ჩვენ აგვირჩია, ამას გულისყურით ადევნებს თვალს“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის