ადრე დავწერე, რომ აქციებზე ვინც დადის, ფულს იღებს და საქართველოს 20-50 ლარად ყიდის-თქო, დღეს იქ მყოფების 95 პროცენტი ნაყიდია, მტკიცებულებაც სახეზეა!

ადრე დავწერე, რომ აქციებზე ვინც დადის, ფულს იღებს და საქართველოს 20-50 ლარად ყიდის-თქო. დღეს იქ მყოფების 95% ნაყიდია! მტკიცებულებაც სახეზეა! ეს მხოლოდ დასაწყისია! – წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება გავრცელებულ კადრებს, სადაც ჩანს, როგორ ანაწილებს რადიკალური აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, თეონა ბზიშვილი ფულს აქციის დაწყებამდე, ერთ-ერთი კი, ვინც ფულს იღებს „ტვ პირველის” ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილია.
სამხარაძის განცხადებით, USAID-ის და NED-ის მავნებლობები გამოაშკარავდება და მოსყიდული ვითომ პატრიოტი ქართველების სიაც მალე დაიდება, შესაბამისად, ყველა ნახავს უსამშობლოების ფასი რა არის და რამდენადაა შეფასებული საქართველოს ღალატი.
“ადრე დავწერე, რომ აქციებზე ვინც დადის, ფულს იღებს და საქართველოს 20-50 ლარად ყიდის-თქო. დღეს იქ მყოფების 95% ნაყიდია! მტკიცებულებაც სახეზეა! ეს მხოლოდ დასაწყისია! USAID-ის და NED-ის მავნებლობები გამოაშკარავდება და მოსყიდული ვითომ პატრიოტი ქართველების სიაც მალე დაიდება! ყველა ნახავს უსამშობლოების ფასი რა არის და რამდენადაა შეფასებული საქართველოს ღალატი! მასკის ჯგუფი უკვე მუშაობს კონკრეტული პიროვნებების იდენტიფიცირებაზე! ვამბობდი და ვიმეორებ, სიმართლეს ვერ მოერევით! ხომ ხართ გატრუნულები, შეშინებულები და პანიკით ელოდებით, რომ თქვენს სახელებს დაასახელებენ, როგორც ომის დამწყებებს და სამშობლოს, ეკლესიის და საქართველოს მოსახლეობის ინტერესების გამყიდველებს? გეშინოდეთ პოლიტიკურო “პრასტიტუტკებო”. მალე.” – წერს დიმიტრი სამხარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას