ადმირალი ბაუერი: უკრაინაში ომის შედეგი მსოფლიოს ბედს განსაზღვრავს

უკრაინის დახმარების გაგრძელებაა ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ბრიუსელში მსჯელობს ნატოს სამხედრო კომიტეტი. მისი ორდღიანი სხდომა დღეს, 17 იანვარს, გაიხსნა.
სხდომის დასაწყისში სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ადმირალმა რობ ბაუერმა განაცხადა, რომ ნატო ყოველდღიურად გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ამ ომის შედეგი განსაზღვრავს მსოფლიოს ბედს.
ადმირალ ბაუერის თქმით, ომი, რომელიც ს აზრით, სამდღიანი უნდა ყოფილიყო და 693-ე დღეა გრძელდება, არასდროს ყოფილა დაკავშირებული რუსეთისთვის უკრაინისგან მომდინარე რაიმე რეალურ საფრთხესთან. რობ ბაუერის განცხადებით, ეს ომი უკავშირდება იმას, რისიც რუსეთს ნებისმიერ იარაღზე მეტად ეშინია – დემოკრატიას. ადმირალ ბაუერის შეფასებით, დღეს მსოფლიოში დემოკრატიას სჭირდება იმაზე მეტად დაცვა, ვიდრე ოდესმე.
სამხედრო კომიტეტის სხდომის დღის წესრიგშია ნატოს ტრანსფორმაცია საბრძოლო მოქმედებების სფეროში. როგორც ადმირალმა ბაუერმა თქვა, იმისთვის, რომ ნატომ კოლექტიური თავდაცვა გააძლიეროს და იმავდროულად მხარი დაუჭიროს ს, საჭიროა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებმა შეცვალონ აზროვნება და ეპოქიდან, როცა ყველაფერი დაგეგმილი, პროგნოზირებული, კონტროლირებული და ეფექტიანობაზე ორიენტირებული იყო, გადავიდნენ ეპოქაში, როცა ნებისმიერ მომენტში შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს.
ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომაში ონლაინ მიიღებს მონაწილეობას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი , რომელიც ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე ილაპარაკებს.