ადიგენში, სოფელ უდეში სახლის კედელი ჩამოინგრა – დაღუპულია 2 ადამიანი

28 ივლისს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, საცხოვრებელი სახლის კედლის ჩამონგრევას, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა კიდევ ერთი პირი, როგორც ადგილობრივები ამბობენ, გარდაცვლილები ახალციხელები არიან.
გარდაცვლილები ერთმანეთის ახლობლები არიან. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ორივე მათგანი დაღუპული დახვდა. ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
როგორც-ში განაცხადეს გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ