დაბა ადიგენში გუშინ, 8 მარტს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, „ქართველ მუსლიმთა კავშირი“ განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„გავრცელდა ვიდეო კადრები რომელიც ასახავს ადიგენის ცენტრში მუსლიმურ სკოლა პანსიონზე ძალადობრივი მეთოდებით თავდასხმის ფაქტებს.
ქართველ მუსლიმთა კავშირი გამოვთქვამთ შეშფოთებას მომხდარის გამო. მოვუწოდებთ ადგილობრივ ხელისუფლებას კანონის შესაბამისად იმოქმედოს გადადგას ქმედითი ნაბიჯები რათა თავიდან აცილებული იქნას შემდგომი ესკალაცია.
მსგავსი ძალადობრივი ფაქტები არის მიუღებელი და შეუსაბამო დემოკრატიული საზოგადეობისათვის.
სახელმწიფომ ყველაფერი უნდა იღონოს კონსტიტუციის ფარგლებში ქვეყანაში დაიცვას რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება”,– ვკითხულობთ ქართველ მუსლიმთა კავშირის მიერ გავრცელუბულ განცხადებში.
გუშინ, 8 მარტს დაბა ადიგენში წერეთლის N18–ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან, სადაც რელიგიური სკოლა ფუნქციონირებს და ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა პარასკეობით ლოცულობს, დაპირისპირება მოხდა. შენობის ეზოში ზარზმის მონასტრის წინამძღვარი, ნიკოლოზ გეწაძე, მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მივიდა და მუსლიმებს შენობის დატოვება მოსთხოვა. ადგილზე მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით პოლიცია.
