ადვოკატი – -ში წარდგენილმა ჯარიმებთან დაკავშირებულმა საჩივრებმა პირველი შედეგი აჩვენა – შსს ერთთვიან ვადაში საჩივრის განხილვას ვერ ასწრებს და ვადას 3 თვემდე აგრძელებს

ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, ჯარიმებთან დაკავშირებულმა საჩივრებმა (-ში) პირველი შედეგი უკვე აჩვენა.
„დღეს ერთმანეთის მიყოლებით გვბარდება დადგენილებები, რომელთა მიხედვითაც, შსს ერთთვიან ვადაში საჩივრის განხილვას ვერ ასწრებს და ვადას 3 თვემდე აგრძელებს.
შესაბამისად, თითოეული პროცესი და ჯარიმის გადახდის ვადაც კიდევ 2 თვით გადაიდება“, – წერს მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ ინიციატივით, თებერვლის თვეში, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი სამართალდარღვევები შსს-ს განსჯადი გახდა. საქმე სასამართლოში აღარ მიდის და მოქალაქეებს ჯარიმას პირდაპირ პოლიცია აკისრებს.
ამასთან, პოლიციის მიერ ჯარიმადაკისრებულ მოქალაქეს საჯარიმო ოქმის გასაჩივრების უფლება აქვს, რაც ოქმის მოქმედებას აჩერებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – მამუკა მდინარაძის თვითაქტუალიზაციის გარდა, შსს-ში სამმართველოს შექმნა არაფრის მომცემი არ არის – „ოცნება“ დგას სიძულვილის ენასა და ოპონენტების დემონიზებაზე, ამას თუ შეწყვეტენ, რაღაც შინაარსი ექნება ინიციატივას