ადვოკატი „ტვ პირველის” დაკავებულ ჟურნალისტზე: “იზოლატორში გააშიშვლეს და ბუქნები აკეთებინეს”

“გიორგისთან კავშირი რედაქციამ 22:30 საათზე დაკარგა. რამდენიმე წუთით ადრე, მან რედაქციას აქტივისტების დაკავების კადრები გადმოუგზავნა.
23 ნოემბერს დილით ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა განაცხადა, რომ გამთენიისას, დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდგომ, დიღმის იზოლატორში მოინახულა გიორგი მამნიაშვილი.
“როგორც ჩვენთვის ცნობილია, მას ედავებიან პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას. ჯერჯერობით საქმის მასალები არ გადმოგვცემია. არსებითად დაირღვა გიორგი მამნიაშვილის უფლებები. გიორგის განმარტებით, დაკავების მომენტიდან, მათ შორის პოლიციის შენობაში ყოფნისას, ტრანსპორტირებისა და იზოლატორში შესახლებისას — მუდმივად ითხოვდა ადვოკატთან დაკავშირებას, რის უფლებასაც არ აძლევდნენ. იზოლატორში გააშიშვლეს და ბუქნები აკეთებინეს. ორივე ზემოთ აღნიშნული ქმედება კანონით არის პირდაპირ აკრძალული. ველოდებით სასამართლოს ჩანიშვნას”, – დაწერა ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუკში.
ფორუმი