ადვოკატი მიხეილ შაყულაშვილი – ოქროს ზოდი ირაკლი ღარიბაშვილს არ ჰქონია – უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ, რისი შესაძლებლობაა, ვის შეიძლება გამოართვა გირაოს თანხა

ოქროს ზოდი ირაკლი ღარიბაშვილს არ ჰქონია, რომ ვიცოდე ოქროს ზოდს გაყიდის და გირაოს გადაიხდის. უნდა დავსხდეთ, გავისაუბროთ, რისი შესაძლებლობაა, ვის შეიძლება გამოართვა [გირაოს თანხა], – ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ს ადვოკატმა, მიხეილ შაყულაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, 6 მილიონი, რის უკანონოდ მიღებასაც საგამოძიებო უწყებები ირაკლი ღარიბაშვილს ედავებიან, 9 წლის განმავლობაში ბიზნესში ნორმალური თანხაა.
„დღეს ომი რომ არ არის, ზუსტად ეგ მოუტანა მან [ირაკლი ღარიბაშვილმა]. ეს არგუმენტი იყო პიროვნების დამახასიათებელი ნაწილი. რაც შეეხება 4 ოქტომბერს და ღალატს, რაზე მივანიშნებდი და საზოგადოებაში არსებულ ნარატივზე, თითქოს ვიღაცამ ვიღაცას უღალატა და ღალატი, მე მგონი, ღვინის ინდუსტრია არ არის.
მანქანა იყო, ქარხანა იყო თუ მიწა იყო, თუ რაც იყო, მოხდება თუ არა ჩამორთმევა, ეს არ არის ჩვენი, დაცვის გადასაწყვეტი, ეს არის ბრალდების გადასაწყვეტი… ს სახლის ნაჩუქრობა და ა.შ. აქ არაფერ შუაში არაა. ჯერჯერობით არ ვიცი, რით მოხდება გირაოს გადახდა, ეს ქონების უზრუნველყოფა იქნება თუ თანხის შეტანა იქნება, თუ რაც იქნება, უნდა დავსხდეთ, გავისაუბროთ, რისი შესაძლებლობაა, ვის შეიძლება გამოართვა.
ოქროს ზოდი ირაკლი ღარიბაშვილს არ ჰქონია, რომ ვიცოდე ოქროს ზოდს გაყიდის და გირაოს გადაიხდის. 6 მილიონი 9 წლის განმავლობაში ნორმალური თანხაა ბიზნესში. სადაა ის საათები და რაღაცებს რომ აჩვენებდით? ამოღებულ ნივთებში სადაა? ოქმში ამოღებულია თქვენ მიერ ხსენებული თანხა, მობილური ტელეფონები და ლეპტოპი,“ – განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.