ადვოკატი – მზია ამაღლობელს კანზე აღენიშნება მსუბუქი დაზიანება, რაც, ალბათ, შიმშილობისგანაა გამოწვეული – პენიტენციური სამსახური სამედიცინო დოკუმენტებს არ გვაწვდის, არც გუშინ აღებული სისხლის ანალიზის პასუხი ვიცით

პენიტენციური სამსახური მზიას შესახებ სამედიცინო დოკუმენტებს არ გვაწვდის, გუშინ სისხლის ანალიზი აუღეს და პასუხი ჯერაც არ ვიცით, – ამის შესახებ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატმა ჯუმბერ ქათამაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა.
ქათამაძის თქმით, მზიას ვიზუალურად არაფერი ეტყობა და მხოლოდ კანი აქვს მსუბუქად დაზიანებული, რაც, ადვოკატის აზრით, რამდენიმე დღიანი შიმშილობის ბრალია.
„ჯანმრთელობის მხრივ არაფერი შეცვლილა, ვიზუალურადაც ძველებურად გამოიყურება, მხოლოდ კანზე აღენიშნება მსუბუქი დაზიანება, რაც, ალბათ, შიმშილობისგან არის გამოწვეული. პენიტენციური სამსახური მის შესახებ სამედიცინო დოკუმენტებს არ გვაწვდის, რათა უფრო დეტალურად გავიგოთ, რა ცვლილება მოხდა მის ჯანმრთელობაში. გუშინ სისხლის ანალიზი აუღეს და არ ვიცით პასუხი, ჯერაც ველოდებით პენიტენციურ სამსახურს, მოგვაწოდოს ინფორმაცია”, – აღნიშნა ჯუმბერ ქათამაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო კოშტა – მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ სავალდებულო გარანტიების სისტემაში – უკრაინა ყველაზე ძლიერ პოზიციაში უნდა იყოს, ნებისმიერ ცეცხლის შეწყვეტამდე, მის დროს და შემდეგ – დავეხმარებით მიწაზე ევროკავშირის სამოქალაქო და სამხედრო მისიებით

დონალდ ტრამპი – შესვლამდე ვენესუელის მთავარ ადგილებში დენი გავთიშეთ, ოპერაციამ დაადასტურა, რომ აშშ-ს ყველაზე შიშისმომგვრელი სამხედრო ძალა ჰყავს მსოფლიოში – ბევრი სამხედრო გვყავდა მიწაზე, ეს შესანიშნავი იყო