ადვოკატი – მზია ამაღლობელი „ვივამედიდან“ გაწერილია და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს, მაგრამ პენიტენციურ სამსახურს არ გადაჰყავს

მზია ამაღლობელი ისევ „ვივამედშია“ – არ ვიცი, რა ხდება, ექიმების მიერ გაწერილია, ითხოვს გადაყვანას და პენიტენციურს არ გადაჰყავს , – ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ განაცხადა.
როგორც ჯუბა ქათამაძემ „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, მზია ამაღლობელი „ვივამედში“ დღეს ნახა.
„მზია ამაღლობელი ისევ „ვივამედშია“, „ვივამედში“ ვნახე. არ ვიცი, რა ხდება, ექიმების მიერ გაწერილია, თვითონ ითხოვს გადაყვანას და პენიტენციურს არ გადაჰყავს“, – აღნიშნა ჯუბა ქათამაძემ.
ცნობისთვის, საია-მ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუშინ იგეგმებოდა მზია ამაღლობელის „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა.
მზია ამაღლობელმა შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა. მზია ამაღლობელმა, რომელიც ს პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 38-ე დღეს მიიღო. ის დაკავების მომენტიდან შიმშილობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონი – ვიცით, რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიების არარსებობა, ეს იყო საქართველო 2008 წელს და ყირიმი 2014 წელს – თუ სამშვიდობო შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიების გარეშე გაფორმდება, რუსეთი სიტყვას არ შეასრულებს