ადვოკატი – მზია ამაღლობელთან მიმართებით პროცესი აბსოლუტურად რეპრესიულია

სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო. ასე ეხმაურება ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილი ს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, გამოცემა „ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობისა და 2000 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე.
გიორგი ხიმშიაშვილის განცხადებით, მზია ამაღლობელთან მიმართებით სასამართლო სისტემა და ყველა უწყება „აბსოლუტურად რეპრესიულია“.
„ეს არის ის უკანონო გადაწყვეტილება, რაც სამწუხაროდ მზია ამაღლობელის მიმართ, დაკავებიდან დღემდე, გრძელდება. ვხედავთ სასამართლო სისტემისა და ყველა უწყების დონეზე, სადაც სახელმწიფო ერთვება, რომ მზია ამაღლობელთან მიმართებით პროცესი აბსოლუტურად რეპრესიულია და დასჯაზეა მიმართული. დღევანდელი გადაწყვეტილებაც ამის გამოვლინებაა“, – განაცხადა გიორგი ხიმშიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა „ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული სახდელი დააკისრა.
მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს სისხლის სამართლის წესით.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: შეიძლება რომ ოპოზიციურმა პარტიებმა თხოვონ ევროკავშირის ელჩს რომ ძალიან ნელა, დამარცვლით და სწორ ადგილას დასმული აქცენტებით თარჯიმანის დახმარებით თქვას ასეთი წინადადება…

ონისე ცხადაძე მოწმე პოლიციელს – თქვენ თქვით, პრეტენზია მაქვს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაზეო, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით – არც სამხედრო გამოცდილება მაქვს, იარაღი ხელში არ მჭერია, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, რამე მოხდეს, თქვენზე უკეთ ვიბრძოლებ ცარიელი ხელებით