ადვოკატი – მეგი დიასამიძეს 9 საათი ხელები ხელბორკილებით ზურგს უკან ჰქონდა შეკრული, რაც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ტოლფასია – პოლიციის ფორმიანმა კრიმინალებმა ცინიკურად უთხრეს, ნაკლები იმოძრავე და ნაკლებად გეტკინებაო

მეგი (ირმა) დიასამიძის დაკავება არის პოლიტიკური. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ „ტოპ ტვინებმა“, რომლებიც ინტელექტის მაღალი დონით, მაინც და მაინც, არ გამოირჩევიან, გადაწყვიტეს, რომ ახალი სინდისის პატიმარი მათ წინასაარჩევნო კამპანიას ხელს შეუწყობს. თავად მეგი მხნედ და ყოჩაღად არის. აღნიშნავს, რომ ცხადია, უდანაშაულოა, – ამის შესახებ მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაკავებული მეგი დიასამიძის ადვოკატმა, შოტა თუთბერიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
ადვოკატი დარწმუნებული არ არის იმაში, რომ მეგი დიასამიძეს საარჩევნო პლაკატზე წარწერის გაკეთებას ედავებიან.
როგორც მან აღნიშნა, გაარკვევენ, რეალურად რატომ არის დაკავებული მეგი დიასამიძე. ამასთან, შოთა თუთბერიძემ ისაუბრა დიასამიძის დაკავების დეტალებზე და აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა მის დასაკავებლად „სასაცილო სპეცოპერაცია“ ჩაატარეს.
„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ისევე, როგოც მეგი დიასამიძისთვის, ასევე ჩვენთვისაც, საბოლოოდ, უცნობია, თუ არტომ არის დაკავებული და რა არის მისი დაკავების საფუძველი. მისთვის არც დაკავების მომენტში და არც შემდეგ არ გადაუციათ არავითარი დოკუმენტი, არ განუმარტავთ, თუ რის გამო არის დაკავებული, უბრალოდ, გაიტაცეს.
გატაცება მოხდა ძალიან სასაცილო „სპეცოპერაციის“ შედეგად. მეგი მიემგზავრებოდა აჭარის რეგიონში, სახლში, რა დროსაც მიკროავტობუსი,რომელსაც ის მიჰყვებოდა, გზაში ვითომ გაფუჭდა. მოვიდა სხვა მიკროავტობუსი, რომლის მძღოლმაც უთხრა,რომ იქ გადამსხდარიყვნენ. მეგი დასვეს მძღოლის გვერდით იმ მოტივთ,რომ სხვაგან არ იყო ადგილი. შემდეგ უკვე, ეს ახალი მიკროავტობუსი ლანჩხუთის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივში გაჩერდა, სადაც გზა დაუსახლებელ ადგილზე გადის. აქ გააჩერა პატრულმა,რომელიც ჯერ მძღოლს ეჩხუბებოდა, ვითომ რაღაც დარღვევის გამო, რის შემდეგაც მითითება მიიღო, შემოუარა მიკროავტობუსს და პირველ რიგში,გააკეთა ის,რომ მეგის წაართვა ტელეფონი და უთხრა, რომ ჩამოსულიყო მიკროავტობუსიდან, რის შემდეგაც ის აღმოჩნდა პოლიციის ავტომობილში.
9 საათის განმავლობაში მას ჰქონდა ხელბორკილები, ხელები ზურგს უკან შეკრული, რაც არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ტოლ-ფასი ქმედება. მიუხედავად თხოვნისა, რომ ბორკილები ან ცოტა მოეშვათ ან წინ გადმოიტანთ, რადგან ბორკილები დროთა განმავლობაში დაკავებულს ხელზე უჭერს ხოლმე,მის ხანგრძლივობით გაკეთება არ შეიძლება. მეგის ახლაც,დილით როცა შევხვდი ხელზე ეტყობა ბორკილების შედეგად მიღებული დაზიანებები. მას კრიმინალებმა, რომლებსაც პოლიციის ფორმა ეცვათ, ცინიკურად უთხრეს, რომ ნაკლები იმოძრავე და ნაკლებად გეტკინებაო“- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
მისი თქმით, მეგი დიასამიძეს ლანჩხუთის პოლიციაში ადვოკატთან დარეკვის შესაძლებლობა მიეცა მხოლოდ მაშინ, როდესაც თბილში მის ჩამოსაყვანად ჯგუფის მობილიზება თბილისიდან მოხდა, მანამდე დაკავებულს ადვოკატთან დარეკვის საშუალება არ ჰქონია.
ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავა, მათ შორის არის მეგი (ირმა) დიასამიძე. -ს განმარტებით, მეგი დიასამიძემ მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა.