ადვოკატი – ლაზარე გრიგორიადისი საგამოძიებო სამსახურმა გამოკითხვა, ჩატარდა ექსპერტიზაც – როგორც ამბობს, იმიტომ დააკავეს, რომ ლაზარეა

ლაზარე გრიგორიადისი ამბობს, იმიტომ დააკავეს, რომ ლაზარე იყო, – ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადის ადვოკატმა ეკა კობესაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
ადვოკატის თქმით, მან იზოლატორში თავის დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა, რომელსაც სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა.
ადვოკატის თქმით, საგამოძიებო სამსახურმაც გამოკითხვა და გამოკითხვის პროცესს თავადაც დაესწრო. ადვოკატის თქმით, გრიგორიადისს ექსპერტიზაც ჩაუტარდა, სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა.
„სპეცრაზმმა ცემა, სანამ პოლიციის მანქანაში ჩასვამდნენ ცემის რამდენიმე ეპიზოდი იყო. დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილებში აქვს მიყენებული, მაგრამ ძირითადად, სახის და თავის არეში იმიტომ, რომ წაქცეულზე გამეტებით ურტყამდნენ. დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, ედავებიან წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას. რაც შეეხება თვითონ მის პოზიციას, იბრძვის, როგორც ამბობს, იმიტომ დააკავეს, რომ ლაზარე იყო“ , – განაცხადა ეკა კობესაშვილმა.