ადვოკატი ითხოვს, გიორგი ახობაძეს დედის დაკრძალვაზე დასწრების უფლება მისცენ

პროევროპული აქციების მონაწილის, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ნომერ მე-8 პენიტენციურ დაწესებულებას ახობაძის ეტაპირების მოთხოვნით, განცხადებით მიმართავს. გიორგი ახობაძეს, რომელსაც ორთვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, დედა გარდაეცვალა.
დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახობაძე საუბრობდა 10 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზეც, რომელზეც ადვოკატმა პატიმრობის ნაცვლად გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.
ახობაძე აღნიშნავდა, რომ აქვს დედის მოვლისა და მასზე მზრუნველობის პასუხისმგებლობა, რადგან დედამისს გადატანილი აქვს ინსულტი, წართმეული აქვს მეტყველება და მწოლიარე მდგომარეობაშია.
როგორც ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, გიორგი ახობაძის დედას შაბათს დაკრძალავენ – სწორედ დაკრძალვაზე დასწრების მოთხოვნით შეაქვს მას პატიმრის ეტაპირების მოთხოვნაზე განცხადება, რომელზე პასუხსაც დაელოდება. მსგავს ნორმას კანონმდებლობა ითვალისწინებს.
გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი ახობაძე ბრალს არ აღიარებს. მან სასამართლოს სხდომაზე “სპექტაკლი” უწოდა მისთვის ნარკოტიკების “ჩადებას” და დაკავებას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა