ბათუმელების თანახმად, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმამდე ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა მზია ამაღლობელის მხედველობასთან დაკავშირებით სამედიცინო გამოკვლევის შედეგები წარადგინა – საქმეზე დასართავად.
დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის 7-თვიანი საქმის განხილვა დასრულდება და დიდი ალბათობით, დღესვე გამოაცხადებს განაჩენს მოსამართლე ნინო სახელაშვილი.
სასამართლო სხდომას ესწრება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პროცესის პარალელურად სასამართლოსთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
