ადვოკატი – ელენე ხოშტარია თავს მხნედ გრძნობს და მიიჩნევს, რომ კანონდარღვევა არ ჩაუდენია – ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი, ელენე ხოშტარია, რომელიც გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დიღმის მთავარ სამმართველოშია.
ის მისმა ადვოკატმა თეონა ზაქარაშვილმა მოინახულა. მისთვის უცნობია, ხოშტარიას საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება, თუ 48-საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ მას გაათავისუფლებენ.
„შემიძლია ვთქვა, რომ ელენე ხოშტარიას დაკავების საფუძველი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი და 173-ე მუხლის პირველი ნაწილია, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ელენე თავს მხნედ გრძნობს და თვლის, რომ არანაირი კანონდარღვევა არ ჩაუდენია და ეს სახელმწიფოს იმ რეპრესიული მექანიზმის გაგრძელებაა, რასაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით იყენებს და იყენებს, ყველას წინააღმდეგ, ვინც პროტესტში მონაწილეობს“, – განაცხადა ზაქარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს