დღეს ასამართლებენ ქართველებს, რომლებმაც რუსულ იმპერიალიზმს უთხრეს „არა“ და სამშობლოს იცავდნენ სუფთა გულით – ბრალი არ ნიშნავს დანაშაულს – აღნიშნული ბრალი ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ისტორიის წინაშე მართლები იქნებიან, რადგან შიშველი ხელებით იცავდნენ სამშობლოს,- ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციების დროს დაკავებულების: ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილის, ლაშა ივანაძის და გენადი კუპრეიშვილის ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, დღეს სასამართლოში ასამართლებენ სოციალურად დაუცველ ადამიანებს, რომლებიც წრფელი გულით იცავდნენ საქართველოს.
„დღეს ასამართლებენ ადამიანებს, რომლებიც შიშველი ხელებით, საქართველოს დროშით ხელში იცავდნენ ქვეყნისა და სამშობლოს ღირსებას.
დღეს ასამართლებენ ქართველებს, რომლებმაც რუსულ იმპერიალიზმს უთხრეს „არა“ და სამშობლოს იცავდნენ სუფთა გულით.
ბრალი არ ნიშნავს დანაშაულს – აღნიშნული ბრალი ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ისტორიის წინაშე მართლები იქნებიან, რადგან შიშველი ხელებით იცავდნენ სამშობლოს.
ეს ადამიანები არიან ღირსების პატიმრები, რადგან 4 ოქტომბერს პატრიოტი ქართველები მშვიდობიანად იცავდნენ სამშობლოს ღირსებას“,- წერს ლაშა ტყეშელაძე.




