ადვოკატი – გიორგი ჩახუნაშვილი ათონელის სასახლესთან იყო მხოლოდ იმ მიზნით, რომ თუ ვინმეს დასჭირდებოდა, პირველადი დახმარება გაეწია მათთვის, რაც გააკეთა

გიორგი ჩახუნაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხედავს ევროკავშირში, იდგება იმ აქციაზე, რომელიც იქნება პროევროპული, – ამის შესახებ აკადემიკოსის, ექიმის გიორგი ჩახუნაშვილის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ მას შეეფარდოს პატიმრობა, ვინაიდან მის მიერ ძალისმიერი ქმედების განხორციელება არ მომხდარა.
„რაც შეეხება გიორგის პოზიციას, ის არ აღიარებს და არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას. ჩვენ მას გადავეცით საზოგადოების პასუხი და განწყობები, რაც გამოიწვია მისმა დაკავებამ. მადლობას უხდის საზოგადოების წევრს, ვინც დიდი ყურადღება გამოიჩინა მის მიმართ.
ცოტა ხნის წინ გავიგეთ პროკურატურის პოზიცია საპატიმრო გირაოზე, მოგეხსენებათ, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ მას შეეფარდოს პატიმრობა. მის მიერ ძალისმიერი ქმედების განხორციელება არ მომხდარა. ის ათონელის სასახლესთან იყო მხოლოდ იმ მიზნით, რომ თუ ვინმეს დასჭირდებოდა, პირველადი დახმარება გაეწია მათთვის, რაც გააკეთა. ის ამბობს, რომ საქართველოს ხედავს ევროკავშირში, იდგება იმ აქციაზე, რომელიც იქნება პროევროპული, მიზანი იქნება ის, რომ საქართველო არის ევროკავშირის ოჯახის წევრი, ეს იყო მისი იქ გამოსვლის მიზანი. ის ადასტურებს, რომ აქციაზე იმყოფებოდა.
რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ვერ ვხედავთ ვერცერთ საფუძველს რომ მიღწეული იყოს აღკვეთის ღონისძიების მიზნები, რომ შეეფარდოს გირაო. მოვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას“, – აღნიშნა გიორგი გელხაურმა.
შეგახსენებთ, პოლიციამ ექიმი, აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი გუშინ დააკავა. მისი დაკავება უკავშირებდებოდა 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს. დღეს კი პროკურატურამ ინფორმაცია გაავრცელა იმის თაობაზე რომ პროკურატურამ სასამართლოს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?