გიორგი ახობაძის განაჩენის გამოცხადება, რომელიც ხვალ, 10:00 საათზე უნდა ყოფილიყო, გადაიდო, – ამის შესახებ ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე წერს.
“გადადების თარიღს გვაცნობებენ მოგვიანებით. მიზეზი – მოსამართლე არის სათათბიროდ გასული.
ხვალ გამოცხადდება ანატოლი გიგაურის განაჩენი – 10:30 საათზე”, – წერს ადვოკატი.
ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
