ადვოკატი – გელა ხასაია რუსული მხარის მიერ არის ძებნილი და სახელმწიფოს მტრად გამოცხადებული – სანამ BBC-ის სიუჟეტი გახდებოდა ხელმისაწვდომი, ჩვენ გვესმოდა, რომ მას ემუქრებოდა საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან

გელა ხასაია არის ძებნილი და სახელმწიფოს მტრად გამოცხადებული რუსული მხარის მიერ – სანამ BBC-ის სიუჟეტი გახდებოდა ხელმისაწვდომი, ჩვენ გვესმოდა, რომ მას ემუქრებოდა საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან,- ამის შესახებ ბრალდებულ გელა ხასაიას ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა. ადვოკატი დღევანდელ პროცესზე შესავალი სიტყვით წარსდგა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე გაამახვილა ყურადღება. ადვოკატმა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს მიმართა, რომ სკეპტიკურად განეწყოს ყველა იმ მოწმის მიმართ, რომლებსაც სასამართლო პროცესზე მოუსმენს.
ამასთან, ადვოკატის თქმით, იმის თაობაზე, რომ ხასაია ციხეში უნდა ყოფილიყო, ინტერესი არსებობდა სამართალდამცველთა მხრიდან.
„პოლიციელებმა მას უთხრეს „ხომ დაგპირდით, რომ შენ დაგჭირდით სისხლის სამართლის წესით ოდესმე”.
გელა ხასიას მიმართ, რა შეიძლება გამხდარიყო დევნის ინტერესი – გელა ხასაია არის დევნილი ორი სხვადასხვა მიზეზით, ერთი ის, რომ ხასაია არის დან დევნილი და სხვა უამრავი ქართველის მსგავსად ვერ ცხოვრობს თავის მიწაზე. მეორე ხასაია არის ძებნილი და სახელმწიფოს მტრად გამოცხადებული რუსული მხარის მიერ. გელა ხასაია იდევნება და იძებნება, როგორც საქართველოს აგენტი, რომელიც მუშაობდა ს წინააღმდეგ. გელა ხასაია არის ადამიანი, რომელმაც შექმნა ს ხმა და როგორც ისინი ეძახიან აგენტურული და დივერსიული საქმიანობა აწარმოა ს წინააღმდეგ. „აწარმოა”, ანუ ამ ე.წ. დანაშაულს ვაღიარებთ და ვართ ძალიან ამაყი ამ ყველაფერში. ამაყი ვარ, რომ როგორც ადვოკატი, ვიცავ სწორედ გელა ხასაიას და არა სხვას. საქართველოში მისი დაკავების ნამდვილ საფუძველს თქვენ, მე და ვერც მარიამი (პროკურორი მარიამ წულაია) ვერ მოვისმენთ ამ დარბაზში. ის არის სამოქალაქო აქტივისტი, ის არის ტანით პატარა, მაგრამ შეუპოვარი, უდრეკი და უსამართლობის და ამ რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანი”, – განაცხადა ომარ ფურცელაძემ.
ამასთან მან ისაუბრა BBC-ის საგამოძიებო მასალაზე, რომლის ერთ-ერთი რესპონდენტიც გელა ხასაიაა.
„სანამ სიუჟეტი გახდებოდა ხელმისაწვდომი, ჩვენ გვესმოდა, რომ მას ემუქრებოდა საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან. გელა ხასიას მიმართ დევნა გამოხატული და რეალიზებულია იმ ბრალის დადგენილების სახით, რომელზეც თქვენ მოგიწევთ გადაწყვეტილების მიღება.
თქვენ მიმართ ერთადერთი თხოვნა მექნება – [იქონიოთ] უპირობო სკეპტიციზმით ყველა იმ მოწმის მიმართ, რომლებსაც მოუსმენთ იმიტომ, რომ გელა ხასაიას მიმართ დევნა არ არის ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებული, ის დაკავშირებულია გელა ხასაიას პიროვნებასთან, ძალიან დიდ სურვილთან, რომ გელა ხასაია ყოფილიყო ჩუმად. სწორედ მოწმეების მტკიცებულების სანდოობის შეფასებისას იხელმძღვანელოთ, ვინ დგას ამ ჩვენებების უკან. მე, მჯერა, გელა ხასაიას ხელ-ფეხის შეკვრით შეიძლება ხელ-ფეხს უკრავდეთ თქვენი, ქალბატონი მარიამის და ჩვენი, ყველას მომავალს. გთხოვთ, ეს იყოს ტესტი და სტანდარტი, რომლითაც ჩვენ შემდგომში დავეყრდნობით მტკიცებულებებს და თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას.
იხელმძღვანელეთ იმ საყოველთაო ცნობით, ხასიას პიროვნებასთან დაკავშირებით, საჯარო ცნობებით საჯარო საქმიანობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ომარ ფურცელაძემ სასამართლო სხდომაზე.
ცნობისთვის, პროკურატურა გელა ხასაიას ედავება, რომ მან 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ვასილ ქერდიყოშვილთან ერთად, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენა დაზარალებულს – რამაზ ჩადუნელს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.