ადვოკატის ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილეებზე თავდამსხმელი 16 წლის იარაღიანი პირი იზოლატორიდან გაათავისუფლეს.
TV პირველთან ადვოკატი მარიამ ჯიქია ამბობს, რომ მას იზოლატორში 48 საათიც კი არ გაუტარებია.
“ჩვენთვის არსებული ინფორმაციით, ეს პირი არც 48 საათი არ ყოფილა დაკავებული, გაუშვეს, ბრალდების მხარეს არც აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობა არ შეუტანია”, – ამბობს ადვოკატი.
საზოგადოებრივი მაუწყების მარშის მონაწილეებს ბესიკის ქუჩაზე არსებულ კაფესთან თავს 15 სექტემბერს დაესხნენ.
მარშის წევრმა გოტა ჭანტურიამ, ასევე აქციის მონაწილე სხვა თვითმხილველებმაც თქვეს, რომ ერთ-ერთ თავდამსხმელს თან ჰქონდა იარაღი – მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაწერა, რომ იარაღიანი პირი დააკავეს.




