ადვოკატი აიჰან ჰასანლი სოციალურ ქსელში ეხმაურება საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაციის ოფისის კურთხევასთან დაკავშირებით.
აიჰან ჰასანლი მიიჩნევს, რომ ადვოკატთა კორპუსი და პროფესიული გაერთიანებები უნდა ინარჩუნებდნენ მკაცრად სეკულარულ ხასიათს, რადგან ადვოკატთა ასოციაცია წარმოადგენს მრავალფეროვან პროფესიულ საზოგადოებას, სადაც გაერთიანებულია სხვადასხვა რწმენის, მსოფლმხედველობისა და იდენტობის მქონე ადამიანი.
ადვოკატთა ასოციაცია წარმოადგენს მრავალფეროვან პროფესიულ საზოგადოებას, სადაც გაერთიანებული არიან სხვადასხვა რწმენის, მსოფლმხედველობისა და იდენტობის მქონე ადამიანები. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ინსტიტუციური სივრცე დარჩეს რელიგიურად ნეიტრალური და არ ასოცირდებოდეს რომელიმე კონკრეტულ კონფესიასთან“, – წერს აიჰან ჰასანლი.
„ძვირფასო კოლეგებო, დღეს 17:00 სთ მეუფე აკურთხებს ასოციაციის ოფისს, ვინც იქნებით ახლოს და გაქვთ დრო მოდით“, – დაწერა ყანდაშვილმა.
პოსტის კომენტარებში რამდენიმე მომხმარებელმა მას ამავე საკითხზე შენიშვნა მისცა.




