ადვოკატის ცნობით, ნიკა მელია დააკავეს

პარტიის პრესსამსახურისა და ადვოკატის ცნობით, „ახალის“/„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, დააკავეს. ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ამავე ცნობებით, მისი სავარაუდო დაკავება – რასაც პარტიაში „გატაცებას“ უწოდებენ, – ლისის ტბის ასახვევთან მოხდა, როდესაც მელია ავტომობილით, დაცვასთან ერთად მიდიოდა ერთ-ერთ პოდკასტში მონაწილეობის მისაღებად.
„ლისზე დააკავეს, პოდკასტის, „ორ ცეცხლს შუა“, ჩასაწერად მიდიოდა. საპატრულო პოლიციამ გააჩერა. იმყოფებოდა მხოლოდ დაცვასთან ერთად. მათ შორის სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა … კრიმპოლის თანამშრომლებმა წაართვეს ტელეფონები, ამოიღეს ჩიპები და გადააგდეს, მელია ჩასვეს მანქანაში და გადაიყვანეს“, – ამბობს პარტიის პრესცენტრის წარმომადგენელი ჟურნალისტებთან.
განახლება: პარტიის პრესსამსახურის ცნობით, მელია დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი.
ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი „ტვ პირველთან“ აცხადებს, რომ დაკავება „აბსოლუტურად გაუგებარია“. მისი ინფორმაციით, მელიას პოლიციის ეკიპაჟმა მანქანის გადაყენება მოსთხოვა და შემდეგ იგი „ძალისმიერი მეთოდებით დააკავეს“.
დღეს ნიკა მელიას სასამართლო იყო დანიშნული, თუმცა ხვალამდე, 30 მაისამდე გადაიდო – სავარაუდოდ ხვალ პროკურატურა მის პატიმრობას მოითხოვს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადაუხდელობის მოტივით.
„არის ერთ-ერთი ვარაუდი, რომ შეიძლება დააკავონ ადმინისტრაციული წესით. ალბათ, მოლოდინები ჰქონდა ამ ხელისუფლებას, რომ იგი ხვალ არ მიდიოდა სასამართლო პროცესზე, მაგრამ მას საჯაროდ ჰქონდა გაცხადებული, რომ არ მიდის სასამართლოში იმიტომ, რომ სასამართლოში ხდება უმსგავსობა და არ უნდა, ხალხი შეწუხდეს“, – ამბობს ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი.
„დიდი ალბათობით, შეიძლება ისიც იყოს, რომ მოგონილი ადმინისტრაციული ბრალდებით დააკავონ, რომ ხვალ უზრუნველჰყონ მისი მიყვანა სასამართლო პროცესზე“, – ვარაუდობს კონდახიშვილი.
რადიო თავისუფლებამ -ს მიმართა კითხვით და ინფორმაციას ელოდება.
ინფორმაცია განახლდება
დღეს ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო სხდომა არ ჩატარდა – გადადების ოფიციალური საფუძველი გახდა პროკურორების გამოუცხადებლობა.
პროკურორებმა გუშინ, 28 მაისს წერილობით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს – თქვეს, რომ ტრენინგს უნდა დასწრებოდნენ.
ადვოკატმა კონდახიშვილმა დღეს სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი აზრით, პროკურორებმა სპეციალურად გადადეს სხდომა.
საქმე ისაა, რომ ნიკა მელიასათვის ს თავმჯდომარეობით მიმდინარე საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისათვის გირაო აქვს შეფარდებული – 50 000 ლარი.
მელიას გირაო არც გადაუხდია და არც გადახდას აპირებს, გირაოს გადახდის ვადა კი ზუსტად დღეს, 29 მაისს, ღამის 12:00 საათზე იწურება.
კონდახიშვილი ვარაუდობდა, რომ 29 მაისს სხდომის მიმდინარეობისას პროკურორები ვერ იტყოდნენ, რომ მელიამ გირაო არ გადაიხადა და ვერც მის პატიმრობას მოითხოვდნენ.
პოლიტიკოსების დაკავება
ნიკა მელიას კოალიციური პარტნიორი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ერთი კვირის წინ, 22 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ გამოაცხადა – მას ბრალად ედება „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობა.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა – მოგვიანებით კი მისი მანდატი გააფართოვა. ჯაფარიძე ენმ-ში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მივიდა.
„ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს.
„კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგი მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
ზურაბ ჯაფარიძის გარდა, გირაო დათქმულ ვადაში არ გადაიხადა არც ირაკლი ოქრუაშვილმა – ის სასამართლო სხდომათა დარბაზში 14 მაისს დააკავეს.
გირაოს თანხის გადახდას არ გეგმავენ არც .
ფორუმი